სპორტი

სამი ოქრო და ერთი ბრინჯაო – ახალგაზრდა ქართველ ძიუდოისტთა მონაგარი ევროპის ჩემპიონატზე

შალვა გურეშიძე ევროპის ორგზის ჩემპიონია

ნიდერლანდების ქალაქ ჰააგაში მიმდინარე ძიუდოს ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღეს შალვა გურეშიძე (+100 კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ამრიგად, საქართველოს წარმომადგენლებმა ყოველდღე თითო ოქრო მოიგეს.

პირველ დღეს, 7 სექტემბერს თენგო ზირაქაშვილმა (66 კგ) გაიმარჯვა, მეორე დღეს, 8 სექტემბერს გიორგი ტერაშვილმა გვასახელა – აღსანიშნავია, რომ მან ფინალში პორტუგალიის სახელით მოასპარეზე ქართველს, ოთარ კვანტიძეს სძლია დამატებით დროში ვაზარით.

ამავე დღეს ლუკა ბაბუციძემ (81კგ) ბრინჯაოს მედალი მედალი მოიპოვა.

ინდივიდუალური შეჯიბრებების ბოლო დღეს, 9 სექტემბერს კი შალვა გურეშიძემ (+100 კგ) ფინალში კვიპროსის წარმომადგენელი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონობა ზედიზედ მეორედ მოიპოვა.

საბოლოოდ საქართველოს ნაკრებმა სამი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედალი დააგროვა და მამაკაცთა გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდა.

ამავე თემაზე: თენგო ზირაქაშვილმა ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა ახალგაზრდებს შორის

თენგო ზირაქაშვილმა ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა ახალგაზრდებს შორის

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close