ვიდეომსოფლიოსაზოგადოება

მაროკოში მომხდარმა ძლიერმა მიწისძვრამ, სულ ცოტა, 1037 ადამიანი შეიწირა (ვიდეო)

დაშავებულია 1200-ზე მეტი ადამიანი, მათგან 721 კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაშია

მაროკოს ქალაქ მარაკეშში მომხდარმა ძლიერმა მიწისძვრამ, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სულ ცოტა, 1037 ადამიანი შეიწირა; დაშავებულია 1204 ადამიანი, მათგან 721 კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაშია.

მაროკოს ეროვნული გეოფიზიკური ინსტიტუტის ცნობით, 8-იდან 9 სექტემბრის ღამეს მომხდარი მიწისძვრა ბოლო ასწლეულის განმავლობაში ყველაზე ძლიერი იყო ქვეყანაში. ინსტიტუტის სპეციალისტების შეფასებით, ის 7,2 მაგნიტუდის იყო. აშშ-ის გეოლოგიურმა სამსახურმა კი მაროკოს მიწისძვრა რიხტერის სკალით 6,8 მაგნიტუდით შეაფასა. მათი ცნობით, სიღრმე შედარებით მცირე – 18,5 კმ იყო.

მიწისძვრა 8 სექტემბერს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 23:30 სთ-ზე მოხდა. ეპიცენტრი მარაკეშიდან სამხრეთ-დასავლეთით, 72 კმ-ის დაშორებით, მთიან რაიონში მდებარეობდა. ბიძგები 400 კმ-ის რადიუსში იგრძნობოდა.

მთავარ მიწისძვრას ასზე მეტი აფტერშოკი მოჰყვა, რომელთაგან ყველაზე ძლიერი 6 მაგნიტუდის იყო. აფტერშოკების უდიდესი ნაწილი მოსახლეობისთვის შეუმჩნეველი დარჩა.

Reuters-ის ცნობით, მარაკეშის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ ძველ ქალაქში რამდენიმე შენობა დაინგრა. ადგილობრივმა ტელევიზიამ უჩვენა, როგორ ჩამოინგრა მეჩეთის მინარეთი.

ტვიტერში ქვეყნდება ვიდეო მიწისძვრის კადრებით.

აღსანიშნავია, რომ ოფიციალური ინფორმაცია მიწისძვრიდან რამდენიმე საათის შემდეგ გავრცელდა.

დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა იზრდება. ქვეყნის შს სამინისტროს ბოლო მონაცემებით, ამ დროისთვის დადასტურებულია 1037 ადამიანის გარდაცვალება.

ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.

ნინო ხოშტარია

მაროკოში მიწისვრის შედეგად შენობის ნგრევა სათვალთვალო ვიდეოკამერამ გადაიღო.

ფოტო: Reuters

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close