ჰოროსკოპი

ჰოროსკოპი: რომელ ზოდიაქოს ნიშნებს გაუმართლებთ 2023 წლის შემოდგომაზე – 1-ლი სექტემბერი-30 ნოემბერი

21-23 აგვისტოდან – 15-17 სექტემბრამდე დედამიწა სახიფათო პერიოდს გადის

2023 წლის შემოდგომა რეტროგრადული მერკურის მესამე დროში მოგზაურობით დაიწყო: 21-23 აგვისტოდან – 15-17 სექტემბრამდე დედამიწა სახიფათო პერიოდს გადის.

„თავისი ბუნებით მერკური ყველაზე ახლოს არის ადამიანთან, მას შეუძლია მოსისხლე მტრები შეარიგოს და პირიქით, მეგობრებში შუღლი და მტრობა დათესოს.
არიან ღმერთები და არის მერკური, მისი ზრახვები ყოველთვის უცნობია…
მერკური – ეს ჩვენი გონებაა, ის თითქოსდა ჩვენი მთლიანობის დამოუკიდებელი პერსონაჟია, დაუმეგობრდი მას და შეცვალე შენი ცხოვრება!“ – გვირჩევენ ასტროლოგები.

რთული პერიოდის მიუხედავად ზოდიაქოს 3 ნიშანს იღბალი სწყალობს და მათ 2023 წლის შემოდგომაზე განსაკუთრებით გაუმართლებთ. ისინი წარმატებას მიაღწევენ როგორც პროფესიული კუთხით, კარიერული წინსვლის თვალსაზრისით, ისე პირად ცხოვრებასა და საქმიან ურთიერთობებში და ხელსაყრელი პირობები ექნებათ, რომ საკუთარი ოცნებები რეალობად აქციონ:

მორიელი  

შემოდგომაზე მორიელებს განსაკუთრებით წარმატებული და იღბლიანი პერიოდი ელოდებათ, როცა ნებისმიერი საქმე, წამოწყება, პროექტი, გეგმა გაამართლებს და სასურველ შედეგს მოიტანს. ნახავთ, რომ სხვადასხვა დავალებას გაცილებით მარტივად უმკლავდებით, დიდ შემართებასა და მოტივაციას იგრძნობთ. მოიპოვებთ აღიარებას სამსახურში, შეძლებთ, საქმიანი ურთიერთობები თქვენთვის სასარგებლოდ წარმართოთ და ფინანსური მოგებაც ნახოთ.

კირჩხიბი 

ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები განსაკუთრებით თავდაჯერებულები იქნებიან და საკუთარი უნარებისა და პოტენციალის სრულად წარმოჩენას შეძლებენ. მათ წარმატება ელით როგორც პირად ცხოვრებაში, ისე საქმიან ურთიერთობებში. განსაკუთრებული სიახლე კი პირად ცხოვრებაშია მოსალოდნელი, საბოლოოდ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას და მიხვდებით, რომ ურთიერთობა ახალ ეტაპზე უნდა გადაიყვანოთ. დიდ მოტივაციას იგრძნობთ და შესაძლოა, იმ საქმეებს მიუბრუნდეთ, რომლებიც წარსულში დასამთავრებელი დატოვეთ, რადგანაც მაშინ ფიქრობდით, რომ არაფერი გამოვიდოდა. ახლა გაცილებით დიდი შანსი გაქვთ, რომ სასურველი შედეგი მიიღოთ.

თევზები 

2023 წლის შემოდგომა თევზებისთვის განსაკუთრებით წარმატებული და დატვირთული იქნება. პირდაპირი მნიშვნელობით, ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ და გადაწყვეტთ, რომ თქვენი ცხოვრება მთლიანად გარდაქმნათ – უარი თქვათ არაფრის მომტან, არასაჭირო ურთიერთობებზე, თქვენი ცხოვრებიდან „გაიყვანოთ“ ზედმეტი ადამიანები, გახდეთ უფრო თავდაჯერებული და მტკიცედ დაისახოთ ამბიციური მიზნები, – ახლა დიდი შანსი გაქვთ, რომ მათი განხორციელება შეძლოთ. მთელი ამ ხნის განმავლობაში თქვენი ინტუიციაც მოწოდების სიმაღლეზე იქნება და სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში დაგეხმარებათ.

მოამზადა თამთა გურულმა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close