მსოფლიოეკონომიკა

Burger King-ს ბურგერ „ვოპერის“ ზომის გამო სასამართლოში უჩივიან

სწრაფი კვების ქსელ Burger King-ს ბურგერ „ვოპერის“ ზომის გამო სასამართლოში უჩივიან. მოსარჩელეები კომპანიას მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას ედავებიან და ამტკიცებენ, რომ ბურგერი რესტორნის მენიუში უფრო დიდი ჩანს, ვიდრე სინამდვილეშია.

კომპანიის წინააღმდეგ შეტანილი ჯგუფური სარჩელის მიხედვით, მენიუში ასახული „ვოპერის“ ზომა 35%-ით უფრო დიდია ხორცისა და სხვა ინგრედიენტების გაზრდილი მოცულობის ხარჯზე, ვიდრე სინამდვილეში. Burger King-ის განცხადებით, მოსარჩელეთა პრეტენზიები სიცრუეა და არ არსებობს მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც აუცილებელია, რომ ბურგერები „ზუსტად ჰგავდეს გამოსახულებას“, რომელიც მენიუშია მოცემული.

„ცეცხლზე შემწვარი ძროხის ხორცის კატლეტები, რომლებიც ჩვენს რეკლამაშია ნაჩვენები, ზუსტად იგივეა, რომლებიც მსოფლიო მასშტაბით, „ვოპერის“ მილიონობით ბურგერში გამოიყენება“, – აღნიშნა Burger King-ის სპიკერმა განჩინების გამოცხადების შემდეგ.

აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ Burger King-ის მოთხოვნა, უარი ეთქვა საჩივრის განხილვაზე, არ დააკმაყოფილა. როი ოლტმანმა გადაწყვეტილება ნაფიც მსაჯულებს ანდო, თუმცა უარყო ბრალდება, რომ Burger King-მა სატელევიზიო და ონლაინ რეკლამებით მომხმარებელი შეცდომაში შეიყვანა.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close