ჰოროსკოპი

ჰოროსკოპი: კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 4-10 სექტემბერი

შემოდგომის პირველი თვე კლებადი მთვარის პერიოდში იწყება და თანამგზავრი ამ ფაზაში 15 სექტემბრამდე, ანუ ახალ მთვარემდე დარჩება. ეს პერიოდი გაზრდილი ემოციური აქტივობით აღინიშნება, 2023 წლის 4-დან 10 სექტემბრის ჩათვლით კვირის ჰოროსკოპი კი კონფლიქტების მაღალი რისკისა და განწყობის ხშირი ცვალებადობის შესახებ გვაფრთხილებს. ამ კვირის ყველა მოვლენას ფარული ქვეტექსტი ექნება, რამაც შეიძლება არაერთი მნიშვნელოვანი დაბრკოლება გამოიწვიოს, თუმცა აღსანიშნავია, ასევე, ინტუიციის უპრეცედენტო გაძლიერება, რაც სერიოზული შეცდომებისგან გიხსნით და წარმატებებისკენ გზას გიჩვენებთ.

 

ვერძი

შეეცადეთ, ამ კვირაში ცდუნებებსა და პროვოკაციებს არ აჰყვეთ. უმჯობესია წინასწარ განსაზღვროთ, როგორ მოიქცევით და რა შედეგს შეიძლება ელოდოთ. ნუ მისცემთ უფლებას კრიტიკას და ნეგატივს ზიანი მოგაყენოთ, შეეცადეთ, გვერდი აუაროთ და მალე ყველაფერი ჩაწყნარდება. ნუ მოგერიდებათ დახმარების თხოვნა, თუ დიდ სამუშაოს დამოუკიდებლად ვერ გაუმკლავდებით. კარგი ამბები და პერსპექტიული შემოთავაზებები, სავარაუდოდ, პარასკევსაა მოსალოდნელი. შაბათ-კვირას შესაძლოა სხვადასხვა გაუგებრობამ შეგაწუხოთ პირად ურთიერთობებში, ამიტომ შეეცადეთ, უფრო მეტი სიფრთხილე გამოიჩინოთ

სასიკეთო დღეები: 4, 6.

არასასიკეთო დღე: 8.

 

კურო

ამ კვირაში დიდი ხნის პრობლემები უკანა პლანზე გადაიწევს და თქვენი მოულოდნელი გადაწყვეტილებები კარგ შედეგებს მოგიტანთ. თუ  მიზნად კარიერულ ზრდას დაისახავთ, შეეცადეთ, არ დაკარგოთ ძვირფასი დრო და იდეები კოლეგებს არ გაუზიაროთ. ოთხშაბათს  ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ და შეგიძლიათ ბრწყინვალედ გაიმარჯვოთ კონკურენტებზე. შაბათ-კვირას ოჯახი ყურადღებას მოითხოვს, კარგი იქნება საშინაო საკითხების მოგვარება.

სასიკეთო დღეები: 5, 10.

არასასიკეთო დღე: 7.

 

ტყუპი

ახლა სავსე ხართ ძალებითა და ენერგიით და თქვენი ინტუიცია მხოლოდ სწორ გადაწყვეტილებებს გთავაზობთ. ასე რომ, თქვენი მოტყუება თითქმის შეუძლებელია. ეს კვირა ხელსაყრელი იქნება პროფესიული, შემოქმედებითი და პირადი ამოცანების გადასაჭრელად. გამოიჩინეთ მიზანდასახულობა და თავდაჯერებულობა თქვენი მიზნების მისაღწევად. თქვენი ნიჭი, მათ შორის, დიპლომატია, საშუალებას გაძლევთ, მიიღოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია და გამართოთ მოლაპარაკება საჭირო ადამიანებთან. ამ კვირაში მცირეხნიანი მოგზაურობა ძალიან წარმატებული და სასიამოვნო იქნება. ზღვაზე ან მთაში დასვენება შესანიშნავი იდეაა.

სასიკეთო დღეები: 5, 9.

არასასიკეთო დღე: 7.

 

კირჩხიბი

ეს კვირა საკმაოდ მშვიდი და საინტერესო იქნება. შეეცადეთ, თქვენი სოციალური წრე გააფართოოთ. სავარაუდოა საქმიანი და პირადი შეხვედრები, რაც საინტერესო პერსპექტივებს გპირდებათ. სამსახურში სასარგებლოა ისეთი თვისებები, როგორიცაა პუნქტუალურობა და სიმშვიდე. კვირის მეორე ნახევარი წარმატებული პერიოდია მოგზაურობისა და მივლინებისთვის. პარასკევს შეეცადეთ, ნებისმიერ სიტუაციაში შეინარჩუნოთ წონასწორობა. გაქვთ ძალა, გაუმკლავდეთ წარმოქმნილ სირთულეებს, მეტი დრო გაატაროთ საყვარელ ადამიანებთან. შაბათ-კვირა დასვენებას დაუთმეთ.

სასიკეთო დღეები: 6, 10.

არასასიკეთო დღე: 8.

 

ლომი

ამ კვირაში შესაძლებლობა გექნებათ, მოძებნოთ გავლენიანი ნაცნობები, რომლებსაც შეუძლიათ სასიამოვნო ცვლილებები შეიტანონ თქვენს ცხოვრებაში. დროის უმეტეს ნაწილს მუშაობაში გაატარებთ. თქვენ უბრალოდ უნდა იმოქმედოთ აქტიურად, არაფერში ეჭვი არ შეგეპაროთ და  არ ინერვიულოთ. ოთხშაბათს შეიძლება იყოს გარკვეული შეუსაბამობა თქვენსა და ირგვლივ მყოფების შეხედულებებში. პარასკევი საკმაოდ მშვიდად ჩაივლის და შაბათ-კვირის შესანიშნავი დასაწყისი იქნება. შეეცადეთ, დრო ოჯახთან ერთად მშვიდ გარემოში გაატაროთ.  თუ მარტოხელა ხართ, დიდი შანსია, ამ კვირაში შეხვდეთ ადამიანს, რომელიც თქვენს გულს დაიპყრობს.

სასიკეთო დღეები: 8, 9.

არასასიკეთო დღე: 4.

 

ქალწული

ეს კვირა სავსეა საინტერესო მოვლენებით და სხვადასხვა თავგადასავლით, მაგრამ მაინც სასურველია დროულად შეჩერდეთ და ცდუნებებს თავი აარიდოთ. შეიძლება ძალიან ბევრი რამ გქონდეთ დაგეგმილი, მაგრამ ზოგიერთ მათგანზე უარის თქმა მოგიხდეთ. დაელოდეთ კარგი შემოთავაზებების ნაკადს პროფესიულ სფეროში. თუ არ ენდობით, უმჯობესია არ დაიწყოთ ახალი ბიზნესი. ამ კვირის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია უსაქმოდ არ იჯდეთ. შეეცადეთ იყოთ უფრო გულწრფელი ცხოვრების პარტნიორთან ურთიერთობაში, საიდუმლოებები დიდ პრობლემებს შეგიქმნით.

სასიკეთო დღეები: 5, 6.

არასასიკეთო დღე: 8.

 

სასწორი

ამ კვირაში თქვენი პროექტების უმეტესობა სტაბილურად განვითარდება. ისეთი თვისებები დაგჭირდებათ, როგორიცაა პრინციპულობა და ფხიზელი განსჯა და, თუ ამ სათნოებებს დაუმატებთ ტაქტიკასა და თანაგრძნობის უნარს, შეგიძლიათ წარმატებას მიაღწიოთ. ყურადღება მიაქციეთ დეტალებს და არ დაივიწყოთ პუნქტუალურობა. პირად ცხოვრებაში ნათელი და მრავალფეროვანი მოვლენები გელით. შეეცადეთ, შაბათ-კვირა მეგობრებთან ერთად გაატაროთ და კარგად დაისვენოთ. საყოფაცხოვრებო სამუშაოებში ძალიან მნიშვნელოვანია პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა.

სასიკეთო დღეები: 7, 10.

არასასიკეთო დღე: 4.

 

მორიელი

ამ კვირაში შეგიძლიათ უპრობლემოდ იმუშაოთ და მიიღოთ მოგება, ასევე, წახვიდეთ პაემანზე და ისიამოვნოთ. მთელ კვირას მაღალ განწყობაზე გაატარებთ. თქვენ შეძლებთ თქვენს სასარგებლოდ გადაწყვიტოთ კარიერული საკითხები და ურთიერთობები ბიზნეს პარტნიორებთან. ნუ შეგეშინდებათ მოულოდნელი ცვლილებების, ემოციების მოზღვავების, შეეცადეთ იყოთ მშვიდი და გაწონასწორებული. ახლა კარგი დროა ვიზიტებისთვის, შეხვედრებისთვის და დასვენების ორგანიზებისთვის.

სასიკეთო დღეები: 4, 8.

არასასიკეთო დღე: 7.

 

მშვილდოსანი

ამ კვირაში დაგეგმილი საკითხების გადასაწყვეტად გარკვეული ძალისხმევა და თავდაჯერებულობა დაგჭირდებათ, აგრეთვე, ფოკუსირება ყველაზე მნიშვნელოვანზე. არასასურველია რაიმე საეჭვო პროექტში ჩართვა, მით უმეტეს, რომ სამუშაო მაინც არ გაკლიათ. სამსახურში გამოავლენთ თქვენს ლიდერულ თვისებებს და კარგ შთაბეჭდილებას დატოვებთ უფროს კოლეგებზე. მოლაპარაკებები  და მცირეხნიანი მოგზაურობა წარმატებული იქნება. პარასკევი გაგახარებთ მეგობრებთან კომუნიკაციით. შაბათ-კვირა სასიამოვნო დასვენებას გპირდებათ.

სასიკეთო დღეები: 5, 9.

არასასიკეთო დღე: 6.

 

თხის რქა

ამ კვირაში უთხარით მტკიცე „არა“ სიზარმაცეს, გამოიყენეთ ყველა შესაძლებლობა თქვენი ცოდნისა და უნარების გამოსავლენად. კოლეგები და ხელმძღვანელები მზად იქნებიან მხარი დაგიჭიროთ და დაგეხმაროთ სირთულეების დაძლევაში. პირად სფეროში, სამწუხარო გაუგებრობა კონფლიქტში გადავა, თუმცა ამ ყველაფრის თავიდან აცილება თქვენზე იქნება დამოკიდებული. კვირის მეორე ნახევარში შეგიძლიათ მიაღწიოთ იმას, რაც გსურთ, კეთილგანწყობისა და ტაქტის წყალობით, უფრო მეტი მოუსმინოთ, ვიდრე ისაუბროთ. შაბათს   საინტერესო იდეები გეწვევათ და მათ განხორციელებაზე დაფიქრდებით.

სასიკეთო დღეები: 6, 10.

არასასიკეთო დღე: 7.

 

მერწყული

ამ კვირაში უნდა დაუსახოთ საკუთარ თავს რეალისტური მიზნები და ღრუბლებში არ უნდა იფრინოთ. ისწავლეთ საყვარელი ადამიანების ნდობა, მიიღეთ მათი დახმარება. მთელი თქვენი ბუნებისა და მოვალეობის გრძნობით, შეეცადეთ დაზოგოთ თანხა, რომელიც პირადი საჭიროებისთვის გაქვთ გადადებული. კარგი იქნება, სამუშაო დღეებში არ დარჩეთ სამსახურში და ოჯახთან ერთად მეტი დრო გაატაროთ. პირად ცხოვრებაში ძალიან სავარაუდოა რამდენიმე პოზიტიური ცვლილება.

სასიკეთო დღეები: 4, 6.

არასასიკეთო დღე: 9.

 

თევზები

ამ კვირამ შესაძლოა ცვლილებები მოგიტანოთ როგორც პროფესიულ, ისე პირად ცხოვრებაში. მაგრამ სანამ გადამწყვეტად იმოქმედებთ, ჯერ კარგად დაფიქრდით. ყურადღება მიაქციეთ ნიუანსებს და სხვა წვრილმანებს. შეეცადეთ, სამსახურში კოლეგების მიმართ შეუწყნარებლობა არ გამოიჩინოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ყველაფერი არასწორად განვითარდეს. შუა კვირაში თავდაჯერებულობა გაიზრდება, რთული და საპასუხისმგებლო სამუშაოს შესრულებას შეძლებთ. შაბათ-კვირას დაღლილობას იგრძნობთ და აგარაკზე დასვენების შესაძლებლობაც გექნებათ -არ გადადოთ!

სასიკეთო დღეები: 5, 6.

არასასიკეთო დღე: 7.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close