ჯორჯა მელონი ბენდ Placebo-ს სოლისტს – Brian Molko-ს უჩივის, რადგან კონცერტის დროს მან მელონის „ფაშისტი“ და „რასისტი“ უწოდა. ამის შესახებ მედია წერს.
რა არის ცნობილი როკვარსკვლავ ბრაიან მოლკოზე
მოლკომ 90-იანი წლების ბოლოსა და 2000-იანების დასაწყისში ალტერნატიულ სცენას ვირუსივით მოსდო სექსუალური როკვარსკვლავის ანდროგენული იმიჯი და როგორც მაშინ წერდნენ, ინსტინქტების გათავისუფლების მოსურნე პუბლიკის ნერვებზე თამაშით ერთობოდა.
…ახალგაზრდა ბრაიან მოლკო (ზოგჯერ) კაბაში, სახეზე მაკიაჟით, მანერული საუბრით… უცნობ მამაკაცთან ჩახვეული, გამომწვევი, ვულგარული, სექსზე და ნარკოტიკებზე ხმაურიან ნონსენსს რომ მღერის და „ინგლისში სისხლისა და სპერმის კვალს ტოვებს“ (მისივე სიტყვების ციტირება)…
…და მეორე მოლკო – ინტელექტუალი, პოეტური, გულშიჩამწვდომი მუსიკის ავტორი, სიყვარულზე, ურთიერთობებზე, შეცდომებზე, ტკივილზე, სოციუმზე მოსაუბრე, გულჩახვეული და მგრძნობიარე.
მრავალწლიანი ბოჰემური ყოფის შემდეგ მოლკომ ჯერ ნარკოტიკები მიატოვა, მერე პოზიორობას შეეშვა და მრავალჭირგამოვლილ პოეტად იქცა. ჟურნალისტებთანაც კი გულწრფელად აღიარა: „ახალგაზრდა რომ ასეთი პოპულარული ხდები, ეს არაადამიანურად კვებავს ეგოს“…
თუმცა ეპატაჟურობა და „პუბლიკის ნერვებზე თამაში“ მისი სტილია… ამჯერად მოლკოს „მსხვერპლი“ იტალიის პრემიერი გახდა.
იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯა მელონი ბრიტანული ჯგუფის – „პლაცებოს“ სოლისტს, ბრაიან მოლკოს უჩივის იმის გამო, რომ ივლისში ტურინში გამართული კონცერტის დროს მომღერალმა პუბლიკას იტალიურ ენაზე მიმართა და მას „ფაშისტი, ნაცისტი და რასისტი უწოდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, ტურინის პროკურატურამ „პლაცებოს“ სოლისტის წინააღმდეგ გამოძიება „ხელისუფლების ინსტიტუტების უპატივცემულობის“ ბრალდებით დაიწყო.
კომენტარები