იტალია

იტალიაში მატარებლის დაჯახების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა

იტალიაში სადგურთან ახლოს დიდი სიჩქარით მიმავალი მატარებელი რკინიგზის მუშებს დაეჯახა., როდესაც ისინი ლიანდაგზე მუშაობდნენ. ავარიის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა.

შემთხვევა ჩრდილოთ იტალიაში, ქალაქ ტურინის მახლობლად, ბრანდიცოს (Brandizzo) სადგურზე მოხდა.

როგორც სააგენტო „ანსა“ წერს, მუშები ტურინისა და მილანის დამაკავშირებელ სარკინიგზო ხაზზე მუშაობდნენ, როდესაც მათ 160 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ცარიელი სამგზავრო მატარებელი დაეჯახათ. გამოცემის ინფორმაციით, ხუთივე მათგაის ვინააობა ცნობილია. ყველაზე ახალგაზრდა მათ შორის 22 წლისა იყო.

შემთხვევას გადაურჩა ორი მუშა, რომლებიც დაკვირვების მიზნით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ისინი ვერ ხსნიან, რა მოხდა.  გარდა ამისა, სამედიცინო დახმარება მატარებლის მძღოლსაც გაუწიეს.

უბედური შემთხვევის გამო 16 რეგიონული მატარებლის რეისი გაუქმდა.

პატარა ქალაქ ბრანდიცოს მერი „კომუნიკაციის შეცდომაზე“ საუბრობს.

დაწყებულია გამოძიება მომხდარის მიზეზების დასადგენად.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close