საზოგადოებაnewsსაქართველო

შოვის ტრაგედიის კიდევ ერთი მსხვერპლი იპოვეს და გარდაცვლილთა რიცხვი 28-მდე გაიზარდა

შსს-ს ინფორმაციით, შოვში განვითარებული მეწყრის შედეგად გარდაცვლილი კიდევ ერთი ადამიანი იპოვეს სტიქიის ეპიცენტრიდან 55 კმ-ის დაშორებით. შედეგად 20 აგვისტოს, ტრაგედიიდან მე-17 დღეს, გარდაცვლილთა რიცხვი 28-მდე გაიზარდა. 5 ადამიანი დაკარგულად ითვლება და, როგორც კომპეტენტური პირები ამბობენ, მათი ძებნა მანამდე გაგრძელდება, სანამ პოვნის მცირედი თეორიული შანსიც კი არსებობს.

უწყების ცნობით, სამუშაოები მდინარეების – რიონისა და ჭანჭახის კალაპოტში, ასევე, მასზე არსებულ კუნძულოვან მონაკვეთებზე მიმდინარეობს, სადაც მობილიზებულია მძიმე ტექნიკა, მცურავი საშუალებები, ცოცხალი ძალა და კინოლოგთა ჯგუფი.

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close