ჰოროსკოპი

ჰოროსკოპი: კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 21 – 27 აგვისტო

17 აგვისტოს მთვარე ზრდის ფაზაში გადავა და თვის ბოლომდე დარჩება,ზაფხულის ბოლო დღე კი, 31 აგვისტო სავსემთვარეობით აღინიშნება. ეს არის ძლიერი, მაგრამ ორაზროვანი ენერგიების დრო და ვარსკვლავები გვაფრთხილებენ, რომ  2023 წლის 21-დან 27 აგვისტომდე  პერიოდი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის ადვილი არ იქნება. ზოგს გაუჭირდება გადაწყვეტილების მიღება,  ზოგს კონცენტრირება; ბევრი ახალ სასწავლო წელთან დაკავშირებულ აურზაურში ჩაერთვება, ბევრი კი  განმარტოებას და მშვიდად ყოფნას მოისურვებს. როგორ გადავრჩეთ ამჯერად მინიმალური „დანაკარგით“ და შევინარჩუნოთ სიმშვიდე, ვარსკვლავები გვეტყვიან.

 

ვერძი

სავარაუდოა, რომ ვარსკვლავების გავლენის გამო ეს კვირა თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან ცვლილებებს მოიტანს. შესაძლოა მოგიწიოთ რაიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება სამსახურთან ან თუნდაც საცხოვრებლად ახალ ადგილზე გადასვლასთან დაკავშირებით. ასევე მოსალოდნელია დამატებითი ხარჯები. სავარაუდოდ, მოგიწევთ ფულის დახარჯვა სახლის რემონტზე ან ავეჯის შეძენაზე. სამსახურში აუცილებელია გამოავლინოთ ინიციატივა და მიიღოთ ახალი გამოცდილება, მაგრამ არ უნდა გადაიტვირთოთ. ძალიან მნიშვნელოვანია ამ პერიოდში, ნებისმიერი საკითხის გადაჭრისას თავიდან აიცილოთ კონფლიქტები,  მზად იყოთ კომპრომისისთვის. შაბათ-კვირას გაითვალისწინეთ ოჯახის წევრების სურვილები, დაისვენეთ მათთან ერთად.

სასიკეთო დღეები: 22, 24.

არასასიკეთო დღე: 21.

 

კურო

მთლიანობაში ეს კვირა მშვიდი და უსაფრთხო იქნება, მაგრამ მარტო დასვენებაზე ნუ იქნებით ორიენტირებული. არსებობს დიდი რისკი იმისა, რომ რამე მნიშვნელოვანი გამოგრჩეთ. გარშემო მყოფები დაგეხმარებიან,  მეგობრები თქვენ გვერდით იქნებიან ნებისმიერ საქმეში, უბრალოდ, გააკეთეთ რაღაც და არ დაჯდეთ სახლში. კარგი დროა მნიშვნელოვანი ამოცანების, ნებისმიერი პრობლემის გადასაჭრელად და იმ ხარვეზების გამოსასწორებლად, რომლებიც ხელს გიშლით ცხოვრებაში. ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, არ იყოთ პასიური: დივანზე წოლით ვერაფერს მიაღწევთ, ხოლო აქტიურობა წარმატებას მოგიტანთ. კარგი იქნება, თუ შაბათს დიდი ხნის უნახავ მეგობრებს მოინახულებთ.

სასიკეთო დღეები: 23, 25.

არასასიკეთო დღე: 27.

 

ტყუპი

ამ კვირაში, ვარსკვლავების დადებითი გავლენის წყალობით, შეძლებთ დატკბეთ სიმშვიდით და მომავლის გეგმებიც დაისახოთ. ალბათ სურვილი გექნებათ, დრო ოჯახთან ერთად გაატაროთ ან მონატრებულ მეგობრებს შეხვდეთ,  რაც დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ. მიხვდებით, რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ასეთი კომუნიკაცია, მით უმეტეს, რომ ეს აუცილებლად გამოიწვევს ირგვლივ მყოფებთან ურთიერთობის გაუმჯობესებას. რაც შეეხება სამსახურს, საშუალება გექნებათ, საუკეთესო მხრიდან წარმოჩინდეთ და ძველი ოცნება აისრულოთ, რაც ბოლო დროს მიუწვდომელი გეჩვენებოდათ. წარმატებები გელით შემოქმედებით ასპარეზზე.

სასიკეთო დღეები: 21, 26.

არასასიკეთო დღე: 23.

 

კირჩხიბი

ეს კვირა ხელსაყრელი პერიოდია თქვენი პროფესიული დონის გასაუმჯობესებლად, კარიერული წინსვლისთვის. ვარსკვლავების გავლენის წყალობით დაცული იქნებით ყოველგვარი სირთულისგან, მათ შორის, მოწინააღმდეგეების შესაძლო ინტრიგებისგან, რომელთაც სურთ პრობლემები შეგიქმნათ. კვირის დასაწყისში შესაძლოა მცირე შეშფოთების მიზეზი მაინც გქონდეთ, მაგრამ ეს მალე გაივლის. უბრალოდ, შეეცადეთ აკონტროლოთ თქვენი განწყობა და არ აჰყვეთ პროვოკაციებს. ხუთშაბათი გამორჩეული დღე იქნება, რადგან თვალნათლივ დაინახავთ, სადაა შემდგომი წარმატების გასაღები. შეეცადეთ, შაბათ-კვირას დრო საყვარელ ადამიანებთან ერთად გაატაროთ.

სასიკეთო დღეები: 25, 27.

არასასიკეთო დღე: 22.

 

ლომი

ამ კვირაში შესაძლოა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოიპოვოთ, თუმცა სასურველია გადაამოწმოთ და ისე იმოქმედოთ. სიტუაციას კარგად დააკვირდით და ყველაფერი გააანალიზეთ გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმამდე როგორც პროფესიულ, ისე პირად ცხოვრებაში. კვირის დასაწყისში სასარგებლო იქნება საკუთარი შესაძლებლობებისადმი ნდობის დემონსტრირება, – გარშემო მყოფებზე წარმატებით ზემოქმედებით ადვილად მოიპოვებთ ლიდერის ავტორიტეტს სამსახურში. ოთხშაბათს მოსალოდნელია მნიშვნელოვანი შეხვედრა და საინტერესო იდეის განხორციელება. პარასკევს შეეცადეთ, არ გაგეფანტოთ ყურადღება პატარა, მეორეხარისხოვან საქმეებზე. შაბათ-კვირას არ გადაიტვირთოთ, შეეცადეთ, დრო მშვიდ გარემოში გაატაროთ.

სასიკეთო დღეები: 22, 25.

არასასიკეთო დღე: 23.

 

ქალწული

ეს კვირა სავსე იქნება მნიშვნელოვანი საქმეებითა და შეხვედრებით. თქვენი მშვიდი, კრიტიკული დამოკიდებულება იმის მიმართ, რაც ხდება, ისევე როგორც საყვარელი ადამიანების და მეგობრების დახმარება, საშუალებას მოგცემთ, გაუმკლავდეთ ნებისმიერ პრობლემას, სწრაფად აღადგინოთ წონასწორობა და ცხოვრებით დატკბეთ. დაასრულეთ გადაუდებელი საქმეები და ახალი იდეებით უმჯობესია ხუთშაბათს დაელოდოთ. მოერიდეთ კამათს  ხელმძღვანელობასთან, თუნდაც ეს ძალიან გინდოდეთ. მოსალოდნელია გარკვეული ცვლილებები პირად ცხოვრებაში. შეეცადეთ, შაბათ-კვირას კარგად დაისვენოთ და სამომავლო გეგმები დასახოთ.

სასიკეთო დღეები: 23, 27.

არასასიკეთო დღე: 21.

 

სასწორი

ამ კვირაში ვარსკვლავების გავლენის გამო შესაძლოა უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდეთ. ნუ გამოიჩენთ სისუსტეს და დაბნეულობას, გამოიყენეთ თქვენი დიპლომატიური უნარი, რომ სიტუაციიდან მინიმალური დანაკარგებით გამოხვიდეთ. სამსახურში წარმატების მისაღწევად საჭიროა თქვენი ძალისხმევის კონცენტრირება. ნაკლები სიტყვა და მეტი კონკრეტული მოქმედება!. უბრალოდ ნუ გარისკავთ და საეჭვო შემოთავაზებებს ნუ დაეთანხმებით. დაასრულეთ ადრე დაწყებული საქმეები, გააძლიერეთ კავშირები თქვენთვის საინტერესო ადამიანებთან.  სწორედ ახლა შეგიძლიათ მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და შეცვალოთ თქვენი პირადი ცხოვრება.

სასიკეთო დღეები: 23, 26.

არასასიკეთო დღე: 25.

 

მორიელი

არ იჩქაროთ და იღბალი თქვენ მხარეს იქნება,  მით უმეტეს,  რომ ახლა შესანიშნავი პერიოდი გაქვთ თქვენი პოტენციალის გამოსავლენად. ამ კვირამ შეიძლება დაგაჯილდოოთ წარმატებით ბიზნესში და სიყვარულში, კარგი შესაძლებლობებით და შესანიშნავი განწყობით. თუ პრობლემას წააწყდებით სამსახურში ან სახლში, იოლად არ დანებდეთ, ეცადეთ და სწორ გამოსავალს აუცილებლად იპოვით.  კონცენტრირების და გადამწყვეტი მოქმედების დროა. გააცოცხლეთ თქვენი შემოქმედებითი იდეები. კვირის ბოლოს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ოჯახური, საშინაო პრობლემების მოგვარებას, ეს თქვენთვის ახლა ძალიან მნიშვნელოვანია.

სასიკეთო დღეები: 21, 26.

არასასიკეთო დღე: 22.

 

მშვილდოსანი

ამ კვირაში თქვენი ენერგია და თავდაჯერებულობა ირგვლივ მყოფებს გააკვირვებს. თქვენი არგუმენტები ძლიერი იქნება, ხოლო გადაწყვეტილებები – მტკიცე და  ღირებული. ენდეთ თქვენს ინტუიციას, იყავით თანმიმდევრული თქვენს არჩევანში და იმოქმედეთ. ეს დაგეხმარებათ არა მხოლოდ იმაში, რომ მყისიერ წარმატებას მიაღწიოთ, არამედ იმაშიც, რომ დადებითი შედეგები მიიღოთ გრძელვადიან პერსპექტივაში და სანუკვარი მიზნის მიღწევას მიუახლოვდეთ. შეეცადეთ, გულთან ახლოს არ მიიტანოთ ჭორები თქვენ შესახებ, რასაც მოულოდნელად გაიგებთ. შაბათ-კვირას ძალიან ნუ მოდუნდებით, შეეცადეთ, დრო მეგობრებთან ერთად სასურველ გარემოში გაატაროთ.

სასიკეთო დღეები: 22, 27.

არასასიკეთო დღე: 25.

 

თხის რქა

ამ კვირაში დაუმთავრებელი საქმეების ტვირთი საკმაოდ მძიმე იქნება. შესაძლოა დიდი ძალისხმევა დაგჭირდეთ ზოგიერთი პრობლემის მოსაგვარებლად. არ ინერვიულოთ, თუ კვირის დასაწყისში ბიზნესში გარკვეული დაბრკოლებები შეგხვდებათ, იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ გააგრძელოთ, როგორ არ დაკარგოთ ის, რისი იმედიც გაქვთ და გამოსავალს აუცილებლად იპოვით. ამაში სიმშვიდე და გამძლეობა, ღირებულებების გადაფასება და პრიორიტეტების სწორი არჩევანი დაგეხმარებათ.  სირთულეებთან ერთად ეს კვირა არ არის  მოკლებული კომუნიკაციის ხიბლს, მივლინებებსა და საინტერესო ამბებს.

სასიკეთო დღეები: 22, 24.

არასასიკეთო დღე: 25.

 

მერწყული

ეს კვირა კარგი პერიოდია ნებისმიერი წამოწყებისთვის. ვარსკვლავების გავლენის წყალობით, ბევრი თქვენი პრობლემა თავისთავად გაქრება. ახლა თქვენი დევიზია, რომ ყურადღება მთავარ საკითხზე გაამახვილოთ, არასასურველია წვრილმანების გამო ნერვიულობა და გაღიზიანება. ყურადღება არ მიაქციოთ ირგვლივ მყოფების კრიტიკას, უმჯობესია დაიცვათ თავი მათთან ურთიერთობისგან. შუა კვირაში შესაძლებელია ცვლილებები სამსახურში, რომლებიც სარგებელს მოგიტანთ. სასიყვარულო ფრონტზე ჯერ საინტერესო არაფერი ხდება, მაგრამ სტაბილურობა ხშირად სიურპრიზებზე მეტად სასურველია. შაბათ-კვირას დიდი დრო დაუთმეთ ბავშვებს,  მათ თქვენი ყურადღება სჭირდებათ.

სასიკეთო დღეები: 22, 23.

არასასიკეთო დღე: 26.

 

თევზები

ამ კვირაში დამოუკიდებლად მიიღეთ გადაწყვეტილებები, რომლებზეც თქვენი მომავალია დამოკიდებული, არ მოუსმინოთ ირგვლივ მყოფების რჩევებს,  რადგან მთავარია, თავად რას ფიქრობთ. ოდნავ შეამცირეთ სამუშაოს ტემპი და მოცულობა, შეეცადეთ, თავიდან აიცილოთ ზედმეტი კონტაქტები და იფიქროთ მცირე ხნით დასვენებაზე. დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ საქველმოქმედო საქმიანობა, რისთვისაც აუცილებლად იპოვით დროს და  შესაძლებლობას თქვენს ყოველკვირეულ განრიგში. ამ ყველაფერთან ერთად, შეეცადეთ დიდი ხნის უნახავი მეგობრებისთვისაც მოიცალოთ და შაბათ-კვირა მათთან ერთად გაატაროთ.

სასიკეთო დღეები: 24, 27.

არასასიკეთო დღე: 22.

თამთა გურული

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close