კორონავირუსის ახალი ვარიანტი EG.5 სწრაფად ვრცელდება, – იუწყება Reuters აშშ-სა და ევროპის ქვეყნების ჯანდაცვის სამინისტროებზე დაყრდნობით.
EG.5 იგივე „ერისი“ კორონავირუსის „ომიკრონის“ შტამის ქვევარიანტია.
ბოლო მონაცემებით, „ერისით“ დაინფიცირების შემთხვევები მსოფლიოს 50 ქვეყანაში დაფიქსირდა და მხოლოდ აშშ-ში კორონავირუსით დაინფიცირებულ პირთა 17%-ს EG.5 შტამი დაუდასტურდა.
როგორც სპეციალისტრბი ამბობენ, „ერისის“ არ ახასიათებს მძიმე მიმდინარეობა და აქვს ზოგადად ზემო სასუნთქი ინფექციების დამახასიათებელი ნიშნები. ეს შეიძლება იყოს: რამდენიმედღიანი ცხელება, ყელის ტკივილი, მშრალი ხველა, ცხვირიდან გამონადენი, თუმცა, ამ შტამს ახლა აკვირდებიან, რადგან შედარებით ახალია და საჭიროა შეფასდეს, ხომ არ ახასიათებს მას უფრო მძიმე მიმდინარეობა სხვა ქვეშტამებთან შედარებით, ან უფრო მეტად გადამდები ხომ არ არის.
ასევე, ცნობილია, რომ კლინიკური ნიშნებით, „ომიკრონის“ სხვა ქვეშტამებისგან დიდად არ განსხვავდება.
ეს შტამი საყურადღებოდაა მიჩნეული და არა საგანგაშოდ, ინფექციონისტები ეპიდვითარების მკვეთრ გაუარესებას არ ვარაუდობენ.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები