ვიდეოიტალიასაზოგადოება

იტალიის ქალაქ ბარდონეკიას ტალახის და ღვარცოფის ტალღები დაატყდა თავს (ვიდეო)

საფრანგეთის საზღვართან მდებარე იტალიის ქალაქი ბარდონეკია (ტურინის პროვინცია, პიემონტის რეგიონი) მოულოდნელად ტალახმა დაფარა. როგორც სააგენტო „ანსა“ იუწყება, მომხდარის მიზეზი მაღალმთიან რაიონში მეწყრის ჩამოწოლა გახდა. რამდენიმე წამში ქალაქს ტალახის 2 ტალღა დაატყდა თავს, შემდეგ კი მდინარის ნაპირებიდან ღვარცოფი წამოვიდა და 7-მეტრიანი შადრევანივით ესხმებოდა ადამიანებს და მანქანებს.

მოულოდნელად განვითარებული სტიქიური მოვლენის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, ხუთი დაკარგულად ითვლებოდა, თუმცა, საბედნიეროდ, მაშველებმა ისინი იპოვეს.

იტალიური მედიის ცნობით, სტიქიური მოვლენა მდინარე მერდოვინის უეცარმა ადიდებამ გამოიწვია. ტალახით დაიფარა შენობები, გზები, ავტომობილები, დაზიანდა ხიდები. 120 ადამიანს ღამის გათენება დროებით თავშესაფრებში მოუწია, რადგან მათ სახლებში ტალახმა შეაღწია. დაზარალებულების ნაწილი  წითელი ჯვრის მიერ სპორტულ დარბაზში მოწყობილ თავშესაფარში განათავსეს.

დაზიანებულ შენობებს შორის არის პოლიციის განყოფილება და ერთ-ერთი სასტუმრო. ადგილზე მობილიზებულები არიან მეხანძრე-მაშველები. ქალაქში მოქმედებს საგანგებო შტაბი.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close