მოგზაურობასაქართველო

საქართველოს მოქალაქეები საუდის არაბეთში მოგზაურობას ელექტრონული ვიზის საშუალებით შეძლებენ

საქართველოს მოქალაქეები საუდის არაბეთში მოგზაურობას ელექტრონული ვიზის საშუალებით შეძლებენ. საუდის არაბეთი საქართველოს ელექტრონული ტურისტული ვიზების მიღების უფლებას უმარტივებს. მოქალაქეებს შეეძლებათ ტურისტული ვიზების მისაღებად განაცხადი ელექტრონულ ფორმატში შეავსონ.

ელექტრონული ვიზა იქნება მრავალჯერადი, გამოყენების 1-წლიანი ვადით, რომელიც ვიზიტორებს შესაძლებლობას მისცემს საუდის არაბეთში 90 დღის განმავლობაში დარჩნენ. აღსანიშნავია, რომ ტურისტული ვიზის გამოყენება ვერ მოხდება სხვა მიზნით, მათ შორის, სასწავლებლად გასამგზავრებლად. საქართველოსთან ერთად ვიზების მიღების უფლება უმარტივდება კიდევ 7 ქვეყანას, მათ შორის, ალბანეთს, მალდივის რესპუბლიკას და სამხრეთ აფრიკას.

„საქართველოს მთავრობა ინტენსიურად მუშაობს, რათა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან უფრო დინამიკური ურთიერთობები ჰქონდეს. საუდის არაბეთმა მიიღო გადაწყვეტილება და უახლოეს მომავალში არა მარტო საუდის არაბეთის მოქალაქეები და რეზიდენტები შეძლებენ საქართველოში თავისუფლად შემოსვლას, არამედ საქართველოს მოქალაქეებიც თავისუფლად შეძლებენ საუდის არაბეთში მოგზაურობას, მათ შეეძლებათ ვიზის მიღება ჩასვლისთანვე, საზღვარზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის თვალსაზრისით“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close