ვიდეომსოფლიოტექნოლოგიებიდასაქმება

Swarovski-მ კონკიას რეალური ფეხსაცმელი შექმნა (ვიდეო)

არც თაგვები და არც ფრინველი არ მონაწილეობენ ამ ლამაზი ბროლის ქოშების დამზადებაში, რომ აღარაფერი ვთქვათ ფერია ნათლიაზე. სანაცვლოდ, მასზე მოდის სამყაროს ცნობილმა ბრენდმა იმუშავა, რათა Disney-ს 100 წლის იუბილე საერთო კონტექსტში აღენიშნათ.

საუბარია Swarovski-ზე, რომლის გლობალურმა კრეატიულმა დირექტორმა ჯოვანა ენგელბერტიმ, ყველასათვის საოცნებო კონკიას ფეხსაცმელი გააცოცხლა. დიზაინი 2015 წლის ფილმის მაგალითზე შეიმუშავეს, მის რეალურ პროდუქტად გარდაქმნაზე კი რვა სპეციალისტი ზრუნავდა – მათ დაახლოებით 150 საათი დასჭირდათ საბოლოო შედეგის მისაღებად.

ბროლის ქოშები 221 წახნაგისგან შედგება, რომელთაგან თითოეული სვაროვსკის Aurora Borealis-ის ამრეკლავი საფარისგანაა დამზადებული. წინ მოთავსებული ოქროს პეპელა კი ამ მოდელს მეტად აახლოებს ნამდვილ ზღაპრულ ფეხსაცმელთან.

საგულისხმოა, რომ Disney-მ 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად მსოფლიოს წამყვანი ბრენდები შემოიკრიბა, რაც მათთვისაც ერთ-ერთ მარკეტინგულ გზად იქცა პოპულარიზაციისთვის. „გარდა მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნისა, კონკიას ბროლის ქოშების შექმნის იდეა საქველმოქმედო ორგანიზაციას უკავშირდებოდა, ვინაიდან გაყიდვიდან შემოსული თანხა სწორედ დახმარების ფონდს გადაეცემა. და, რა თქმა უნდა, ეს ყველაზე ცნობილი ფეხსაცმელია მსოფლიოში. სავსეა მაგიით, რაც შესანიშნავი გზა იყო სვაროვსკის სამყაროს დისნეისთან შერწყმისთვის“, – განმარტავს ენგელბერტი.

marketer.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close