ქართველები უცხოეთშიხელოვნებაარტისტი

ნინი შერმადინი და თათია კობალაძე აშშ-ის ავტორ-შემსრულებელთა კონკურსში ტოპ-10-ში არიან

„ტრაგედიის შემდეგ პირველად ვპოსტავ ასეთ სასიხარულო ამბავს! ...თან მიხარია და თან მრცხვენია, რომ ბედნიერი ვარ!“

ქართველი მომღერლები ნინი შერმადინი და თათია კობალაძე, რომლებიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ავტორ-შემსრულებელთა კონკურსში მონაწილეობენ, ტოპ-10-ში გადავიდნენ. ამ ინფორმაციას მომღერლები თავად ავრცელებენ სოციალურ ქსელში.

ნინი შერმადინის თქმით, იგი ტოპათეულის პირველ პოზიციაზეა.

„ამხელა ტრაგედიის ფონზე, არც ერთი დღე არ შემიხედავს ჩემი კონკურსის გვერდზე, არ გამიხსნია, დღეს ბოლო დღე იყო ტოპ ათეულის გამოსავლენად. არ ვიცი რანაირად გახსოვდით და მაძლევდით ხმას, როცა მე არ მახსოვდა საკუთარი თავი, ამას აბსოლუტურად გულწრფელად ვამბობ, რანაირად მოახერხეთ რომ პირველობა არ დამეკარგა. მეტირება… დღეს მე ტოპ ათეულის პირველ ადგილზე ვარ, მხოლოდ და მხოლოდ თქვენი წყალობით… რით დავიმსახურე თქვენი ამხელა სიყვარული და მხარდაჭერა არ ვიცი… მადლობა ჩემო კეთილებო, ერთგულებო, საიმედო ადამიანებო! ერთი ის ვიცი, რომ თუ გავიმარჯვე და ბოლომდე მივედი, ჩემს გამარჯვებას მთლიანად რაჭაში დაზარალებულების ოჯახებს და მაშველებს მივუძღვნი… გმირებს რომლებიც ჩვენი შვილების გადარჩენისთვის ყოველთვის წირავენ საკუთარ სიცოცხლეს! ღმერთი თუ ინებებს და ოდესმე იმდენს მივაღწევ, რომ წარმატებული მომღერალი ვიქნები, ყველაფერს ჩემი ქვეყნის კეთილდღობას მოვახმარ, თქვენ მაძლევთ წარმატებას და ჩემი წარმატება თქვენია… ❤️

დიდი მადლობა ყველაფრისთვის!

ძალიან მიყვარხართ ❤️🙏

შემდეგი ეტაპია ტოპ ხუთეული… ვნახოთ სადამდე მივალთ ერთად!“, – წერს ნინი შერმადინი ფეისბუქში.

თათია კობალაძეც ფეისბუქში აქვეყნებს ემოციურ პოსტს და მადლობას უხდის თითოეულ ადამიანს, რომელმაც ხმა მისცა.

„ტოპ 10 !

პირველ ადგილზე!

არც კი ვიცი, რა დავწერო. მადლიერება როგორ გამოვხატო სათითაოდ ყველა ადამიანის მიმართ. მიყვარხართ ხალხო, მეამაყებით.

ტრაგედიის შემდეგ პირველად ვპოსტავ ასეთ სასიხარულო ამბავს! უცნაური გრძნობა მაქვს!

პირველად, თან მიხარია და თან მრცხვენია, რომ ბედნიერი ვარ!

სასწაულებიც ხდება!

დიახ, ყველა მებრძოლ ადამიანს, ვისაც ჩემსავით არც ნაცნობი და არც პატრონი ჩვენს სფეროში არ ჰყავს, ჩვენც მივაღწევთ წარმატებას!

არასოდეს დაეცეთ მორალურად!

ამ ბოლო პერიოდის, უფრო აი ამ კონკურსის მიმდინარეობისას, ძალიან ბევრი ადამიანის სახე დავინახე და აი მაგ ხალხს მივმართავ!

არ გასკდეთ, მეგობრებო! მაინც მიყვარხართ, იმიტომ, რომ ადამიანები ვართ და უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი! ნუ იქნებით ბოროტები!

გიხაროდეთ სხვისი სიხარული და მაშინ იქნებით თქვენც ყველაზე ბედნიერები!“ – წერს მომღერალი.

მსგავს თემაზე: America’s Got Talent-ის ქართველი მონაწილე თათია კობალაძე ინსულტს გადაურჩა – რას წერს მომღერალი

ამერიკაში ნუცას შემდეგ მეორე ქართველი მომღერალი მიდის პრესტიჟულ კონკურსზე – თათია კობალაძე საიმონ კოუელის წინაშე „ნიჭიერში“ წარდგება

ნინი შერმადინის სიმღერა ამერიკის რადიოს ოფიციალურ ჩარტებში მეორე ადგილზეა (ვიდეო)

ნინი შერმადინი ამერიკულ „ნიჭიერში“ მონაწილეობისთვის ემზადება

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close