მსოფლიო
გლობალური დათბობის ეპოქა დასრულდა და დადგა გლობალური დუღილის ეპოქა – გაერო
გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ გლობალური დათბობის ეპოქა დასრულდა და დადგა გლობალური დუღილის ეპოქა.
„კლიმატის ცვლილება აქ არის. [ეს] შემზარავია. ეს მხოლოდ დასაწყისია. ჯერ კიდევ შესაძლებელია გლობალური ტემპერატურის ზრდის შეზღუდვა და კლიმატის ცვლილების ყველაზე ცუდი სცენარის თავიდან აცილება. მაგრამ საჭიროა ქმედითი ნაბიჯები“, – აღნიშნა გაეროს გენერალურმა მდივანმა.
მანამდე მეცნიერებმა დაადასტურეს, რომ გასული სამი კვირა ყველაზე ცხელი იყო, ხოლო ივლისი ყველაზე ცხელი თვეა, რაც კი ოდესმე დაფიქსირებულა.
imedinews.ge
კომენტარები