რატომ ცხელა წელს მსოფლიოში ასე ძალიან – მეცნიერთა პასუხი
ადამიანის მიერ გამოწვეული კლიმატის ცვლილება აძლიერებს ამინდის ბუნებრივ ფენომენს, რომელიც აზიაში, ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში სითბურ ტალღებს იწვევს; ამის გამო, მეცნიერები აცხადებენ, რომ 2023 შეიძლება ყველაზე ცხელი წელი იყოს კაცობრიობის მიერ აღრიცხულთა შორის.
სტატიაში გთავაზობთ ექსპერტთა განმარტებებს, თუ რატომ არის 2023 წელი ასე ცხელი და იქვე გვაფრთხილებენ, რომ რეკორდული ტემპერატურა კიდევ უფრო მოიმატებს, თუ კაცობრიობა მკვეთრად არ შეამცირებს პლანეტის გამათბობელი აირების გაფრქვევას.
ელ-ნინიო და სხვები
2022 წლის რეკორდულად ცხელი ზაფხულის შემდეგ დაბრუნდა წყნარი ოკეანის გამათბობელი ფენომენი, სახელად ელ-ნინიო, რომელიც ოკეანეებს ათბობს.
„ამან ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილი შეიძლება კიდევ უფრო გაათბოს, თუმცა იმის გამო, რომ ელ-ნინიოს მოვლენა მხოლოდ ახლა იწყება, ეს ეფექტის ალბათ მხოლოდ მცირე ნაწილი იქნება“, – წერს ორგანიზაცია Berkeley Earth-ის ტემპერატურის მონიტორინგის ჯგუფის მეცნიერი რობერტ როდე.
ჯგუფის გათვლებით, 81 პროცენტია იმის შანსი, რომ 2023 ყველაზე ცხელი წელი გახდეს მას შემდეგ, რაც თერმომეტრის მონაცემთა ჩაწერა დაიწყო, მე-19 საუკუნის შუა წლებიდან.
გააგრძელე კითხვა აქ 1tv.ge/news/ratom-ckhela-wels
კომენტარები