იტალიასაზოგადოება

სამშაბათს რომში 42°C-43°-ს ელიან – ევროპის ქვეყნებში ძლიერი სიცხე ივლისის ბოლომდე გაგრძელდება

რომში სამშაბათს უპრეცედენტოდ მაღალი ტემპერატურა – 43 გრადუსი სიცხეა მოსალოდნელი, რაც 2007 წლის რეკორდს (40.5) რამდენიმე გრადუსით აჭარბებს. 

ტურისტები და ადგილობრივები სხვადასხვა გზით ცდილობენ გაგრილებას. განსაკუთრებით ძლიერი სიცხეა იტალიის თხუთმეტ ქალაქში, რომელთა უმეტესობა ქვეყნის ცენტრში მდებარეობს.  მაღალი ტემპერატურა კიდევ უფრო მეტად უქმნის საფრთხეს ხანდაზმულების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების, ჩვილებისა და სხვა დაუცველი პირების ჯანმრთელობას.

აღსანიშნავია, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით ტემპერატურა 8 გრადუსით არის მომატებული, ვიდრე ჩვეულებრივ, წელიწადის ამ დროს ფიქსირდება ხოლმე.

საიმედო პროგნოზს სინოპტიკოსები ვერ აკეთებენ, მათი ინფორმაციით, სამხრეთ ევროპის ბევრ ადგილას ამ კვირას კვლავ მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება.

„ძლიერი სიცხეებისთვის უნდა მოვემზადოთ, რომელიც ყოველდღიურად მოიცავს მთელ ქვეყანას. ზოგ ადგილას ძველი რეკორდები მოიხსნება“, – აფრთხილებენ იტალიელი მეტეოროლოგები მოსახლეობასა და ტურისტებს.

სიცილიასა და სარდინიაზე შესაძლოა ტემპერატურამ 48°C-ს მიაღწიოს. სინოპტიკოსები მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close