ჯანმრთელობარჩევები

გლიცერინი და ვიტამინი Е – ახალგაზრდობისა და სილამაზის გარანტი

გლიცერინი და Е ვიტამინი – სახის კანისა და ხელებისთვის ამაზე უკეთესი საშუალება არ არსებობს. ის აახალგაზრდავებს, აქრობს პატარა ნაოჭებს, კანი გლუვი და ხავერდოვანი ხდება.

გლიცერინი და Е ვიტამინი სახისთვის ყოველდღე უნდა გამოიყენოთ.

Е ვიტამინი, ანუ ტოკოფეროლი, ვიტამინებს შორის პირველი ანტიოქსიდანტია, რომელიც კანს სიჯანსაღეს ანიჭებს, ეწინააღმდეგება ასაკობრივ ცვლილებებს. Е ვიტამინი მრავალ კოსმეტიკურ საშუალებაში ძირითად კომპონენტს წარმოადგენს.

მას შემდეგი თვისებები ახასიათებს:

•    აჩქარებს რეგენერაციას

•    ანელებს დაბერებას

•    ასტიმულირებს ესტროგენის (ე.წ. ქალური ჰორმონი) გამომუშავებას

•    უზრუნველყოფს წყალ-ლიპიდური ბალანსის დაცვას

•    ხსნის შეშუპებას

•    კურნავს გამონაყარს (აკნე)

•    აშორებს ჭორფლს, ლაქებს, სტრიებს

•    ორგანიზმს ეხმარება А ვიტამინის ათვისებაში.

Е ვიტამინის მიღება შესაძლებელია როგორც აბების (მისი სადღეღამისო ნორმაა 15 მგ), ასევე თხევადი სახით. სახის კანისთვის ორივე სითხეს (Е ვიტამინის და გლიცერინის) თანაბარი რაოდენობით ურევენ ერთმანეთში და ისვამენ ძილის წინ. ის მალე შეიწოვება და შედეგიც არ აყოვნებს. პატარა ნაოჭები ქრება, ხოლო კანი გლუვი, თანაბარი და ხავერდოვანი ხდება.

გლიცერინი სახის კანისთვის

თხევად გლიცერინს ერთი საოცარი თვისება აქვს – ის სინოტივეს ინარჩუნებს. გლიცერინს ამატებენ სახის კრემებში, ნიღბებსა და სხვა კოსმეტიკურ პროდუქტებში. ის კანზე დამატენიანებელ ფენას ქმნის, რის გამოც კანი პირველ ხანებში შეიძლება წებოვანი იყოს. ამის გამო არ შეშფოთდეთ, ფენა მალე გაქრება.

პრობლემური კანისთვის გლიცერინის გამოყენება სუფთა – ლოსიონის სახით შეიძლება. რეგულარული გამოყენების დროს უმჯობესდება უჯრედების რეგენერაცია, ანთებითი პროცესები გაცილებით მალე ქრება. ამასთან, კანი კარგად ტენიანდება.

გლიცერინიანი ნიღაბი ძალიან უხდება ნებისმიერი ტიპის კანს. უნივერსალური საშუალების სახით გთავაზობთ შემდეგ შემადგენლობას: გლიცერინი და თაფლი თანაბარი რაოდენობით. ეს ნიღაბი ძალიან თხევადი გამოდის. მის გასასქელებლად შეგიძლიათ დაამატოთ შვრია. თუ მშრალი კანი გაქვთ, რამდენიმე წვეთი ეთერზეთი დაამატეთ, ხოლო ცხიმიანი კანისთვის რეკომენდებულია აურიოთ გლიცერინი, შვრია და კიტრის წვენი. მგრძნობიარე კანს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. ამ შემთხვევაში ნიღაბი მოამზადეთ ამგვარად: გლიცერინს დაუმატეთ კვერცხის გული და ციტრუსის ზეთი.

გლიცერინი და Е ვიტამინი – სახის კანისა და ხელებისთვის ამაზე უკეთესი საშუალება არ არსებობს!

ეს ნივთიერებები გამოიყენება როგორც სახის, ისე ხელის კრემებისთვის. განსაკუთრებულ ზეგავლენას ჩვენ ხელებზე გარემო, საყოფაცხოვრებო ქიმიის საშუალებები ახდენს. იმისთვის, რომ ხელების სილამაზე შევინარჩუნოთ, შესაძლებელია სხვადასხვა სახის ნიღაბი გამოვიყენოთ, თუ ამის დრო ან სურვილი არ არის, საკმარისია, გლიცერინისა და Е ვიტამინის წვეთები ჩვეულებრივ ხელის კრემს დავუმატოთ. შეიზილეთ კრემი დღის განმავლობაში და შედეგი მალე დადგება – კანი რბილი და ნაზი გახდება.

sputnik-georgia.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close