ივლისის მძიმე დღეები: მაგნიტური ქარიშხლების კალენდარი და განსაკუთრებული გაფრთხილება – 1-31 ივლისი
მიმდინარე წლის ივლისში სხვადასხვა ინტენსივობის რამდენიმე გეომაგნიტური ქარიშხალია მოსალოდნელი, რომელთაგან ორი ძალიან ძლიერი იქნება, იუწყება მზის რენტგენული ასტრონომიის ლაბორატორია.
- 8 ივლისი — მაგნიტოსფეროს აღგზნება 4 ბალს მიაღწევს, რაც ქარიშხალში არ გადაიზრდება;
- 12 ივლისი — მოსალოდნელია G1 დონის მაგნიტური ქარიშხალი;
- 13 ივლისი — ქარიშხლის სიმძლავრე მოიმატებს და G2 დონეს მიაღწევს;
- 24-25 ივლისი — მოსალოდნელია მაგნიტოსფეროს 4-ბალიანი აღგზნება, თუმცა მაგნიტურ ქარიშხალში არ გადაიზრდება.
რა არის მაგნიტური ქარიშხალი?
ასტრონომების განმარტებით, მაგნიტური ქარიშხლები მზეზე აფეთქებების შედეგად წარმოიშვება. ამ დროს კოსმოსურ სივრცეში უზარმაზარი რაოდენობის პროტონები და ელექტრონები გაიტყორცნება. ისინი დედამიწას ერთ დღე-ღამეში აღწევს და მის მაგნიტურ ველს ცვლის.
რაც უფრო ძლიერია აფეთქება, მით უფრო დიდია გამოტყორცნილი ნაწილაკების ნაკადი და უფრო მაღალია დედამიწის მაგნიტური ველის ცვლილება.
მაგნიტური ქარიშხლები გავლენას ახდენს ცხოვრების ბევრ სფეროზე. დიდია შეფერხებების ალბათობა საკომუნიკაციო სისტემებისა და სანავიგაციო მოწყობილობების მუშაობაში.
გარდა ამისა, ის გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე და განსაკუთრებით საშიშია მათთვის, ვისაც გულსა და წნევასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს. სტატისტიკის თანახმად, მაგნიტური დარღვევების დღეებში ინფარქტისა და ინსულტის სიხშირე იზრდება.
აღსანიშნავია, რომ მაგნიტურ ქარიშხლებსა და ადამიანის ჯანმრთელობას შორის კავშირი ჯერ კიდევ 1930-იან წლებში შენიშნეს საფრანგეთში.
განსაკუთრებული გაფრთხილება
ექსტრემალური კოსმოსური და გეოფიზიკური სიტუაციები განსაკუთრებულ ზემოქმედებას ახდენს ბავშვებზე. როგორც დაკვირვებებმა აჩვენა, ამ დროს ბავშვებს უვითარდებათ ნერვული, ენდოკრინული, გულსისხძარღვოვანი, სასუნთქი და სხვა სისტემების ფუნქციური მოშლა.
ამასთან, ბავშვი განიცდის დისკომფორტს, რომელსაც ვერ ხსნის. თავს იჩენს ძილის მოშლა, მოუსვენრობა, ტირილი, ეკარგება მადა, შესაძლოა ტემპერატურამ აუწიოს.
ამ დროს ბავშვს მშობლებისა და ახლობლების დიდი ყურადღება სჭირდება, ვინაიდან ასეთ მომენტებში შეიძლება ძალიან აღგზნებული და აგრესიული გახდეს, გაუჭირდეს ყურადღების კონცენტრირება, დს საშინაო დავალების შესრულებას ძნელად გაართვას თავი.
თუ ამ პერიოდში მშობლები ან პედაგოგები ბავშვის მიმართ სათანადო ყურადღებას არ გამოიჩენენ, ანუ ვერ გაუგებენ მას, ბავშვის უარყოფითი ემოციური ფონი კიდევ უფრო გაძლიერდება და შესაძლოა კონფლიქტური სიტუაციებიც კი წარმოიშვას.
როგორ შევამსუბუქოთ მაგნიტური ქარიშხლების გავლენა ჯანმრთელობაზე:
- შეძლებისდაგვარად ადრე დაწექით დასაძინებლად – ძილის დროს გამოყოფილი მელატონინი ორგანიზმს აღდგენაში ეხმარება და, ასევე, ნორმაში მოჰყავს სისხლის წნევა;
- გაღვიძებისას კი (განსაკუთრებით ჰიპერტონიკები) არ უნდა წამოდგეთ საწოლიდან მკვეთრად;
კარგია კონტრასტული შხაპის მიღება – ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას თქვენი ჯანმრთელობისთვის უკუჩვენება არ აქვს; - დღის განმავლობაში ერთხელ მაინც უნდა გაისეირნოთ ჰაერზე, ან, უკიდურეს შემთხვევაში, რამდენჯერმე გაანიავოთ ოთახი – სუფთა ჰაერი დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე;
არ არის რეკომენდებული ალკოჰოლური სასმელებისა და ყავის მიღება, ასევე, თამბაქოს მოწევა; - საუკეთესო მენიუ ასეთ დღეებში არის ხილი, ბოსტნეული, ფაფები, ქათმის მოხარშული ხორცი და თევზეული;
- მიიღეთ ტკივილგამაყუჩებელი, დამამშვიდებელი და მატონიზებელი პრეპარატები, რომლებიც ექიმის მიერ გაქვთ დანიშნული;
- ნერვული აშლილობისას საუკეთესოა ნატურალური დამამშვიდებელი საშუალებების მიღება – კატაბალახას (ვალერიანი), ბარამბოსა თუ შავბალახას ნახარში ან ნაყენი;
- კარგი იქნება, თუ სტრესს თავს აარიდებთ და მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრას სხვა დროისთვის გადადებთ.
sputnik-georgia.com
კომენტარები