კიდევ ერთი აღიარება – UEFA-მ ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელა (ვიდეო)
უეფას ტექნიკურ დამკვირვებელთა ჯგუფმა „ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია უეფას ჩემპიონთა ლიგის 2022-23 წლების სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელა, – ინფორმაციას ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს ოფიციალური გვერდი ავრცელებს. ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, რომელშიც „მანჩესტერ სიტიმ“ გაიმარჯვა, უეფამ 2022-2023 წწ. სეზონი შეაფასა.
საქართველოს ნაკრების ლიდერმა ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო სეზონი შესანიშნავად ჩაატარა – ორი გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა.
ჩატარებული მატჩების რაოდენობა: 9
გოლები: 2
ასისტი (საგოლე გადაცემა): 4
გადაცემების სიზუსტე: 74.23%
გარბენილი მანძილი: 76.32 კმ
მაქსიმალური სიჩქარე: 33.6 კმ/სთ
ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ 2 გოლის გატანის რეალური შანსი ჰქონდა, მაგრამ, სამწუხაროდ, „აინტრახტთან“ და „მილანთან“ პენალტები ვერ გამოიყენა.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „ნაპოლი“ სწორედ „მილანთან“ დამარცხდა.
ჩემპიონთა ლიგის 2022/23 წლების სეზონი „მანჩესტერ სიტის“ გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც ფინალში მესამე იტალიურ გუნდს – „ინტერს“ სძლია 1:0.
ნუცა ყაველაშვილი
ამავე თემაზე: ხვიჩა კვარაცხელიას იტალიის ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო გადასცეს (ვიდეო)
კომენტარები