ვიდეოსაზოგადოებასაბერძნეთი

თესალონიკის ქუჩები მღვრიე მდინარეებად გადაიქცა (ვიდეო)

კვირას, 11 ივნისს უამინდობამ და ძლიერმა წვიმამ თესალონიკის ქუჩებში სერიოზული პრობლემები შექმნა.

Thes.gr-ის ცნობით, ძლიერად წვიმდა არა მხოლოდ ქალაქში, არამედ მთელ რეგიონში.

პეფკის რაიონში ნაკადული ნაპირებიდან გადმოვიდა, ქუჩები დატბორა და საავტომობილო მოძრაობა გააჩერა. გავლა, პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო.

პოლიციის ცნობით, ძლიერმა წვიმამ საღამოს 7 საათისთვის პრობლემა შექმნა თესალონიკის წრიულ გზაზე, სადაც სავალ ნაწილზე წყლის დაგროვებამ საავტომობილო მოძრაობა შეაფერხა.

გავრცელებული ინფორმაციით, პრობლემები შეიქმნა პეფკასა და ფილიროში, აგრეთვე, სტავრუპოლისა და პოლიხნიში. წვიმდა ცენტრალური მაკედონიის სხვა რაიონებშიც, მაგრამ სხვაგან სერიოზული პრობლემები არ შექმნილა.

სინოპტიკოსების პროგნოზით, უამინდობა დღესაც შენარჩუნდება და ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, უამინდობისგან დაზარალდებიან მაკედონია (თესალონიკის ჩათვლით), ეპირი, თესალია, ცენტრალური საბერძნეთი (ატიკის ჩათვლით), ევია (ევბეა), ცენტრალური და ჩრდილო-აღმოსავლეთ პელოპონესი.

შეგახსენებთ, რომ თესალონიკის საექსპერტო პროგნოზი მომავალი ათწლეულისთვის, 2023-2033 წლებში შემაშფოთებელია. ექსპერტები ექსტრემალურ ამინდს მთელ საბერძნეთში პროგნოზირებენ, მაგრამ განსაკუთრებით ქვეყნის ჩრდილოეთით და თესალონიკის რეგიონში, სადაც წელიწადში 5-8-მდე ინტენსიური წყალდიდობაა მოსალოდნელი. ექსპერტები ექსტრემალური მოვლენების რაოდენობის გასამმაგებაზე საუბრობენ.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close