ჰოროსკოპი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 12-18 ივნისი

12 ივნისი კლებადი მთვარის 23-24-ე დღესაა, ხოლო 18 ივნისს ახალი მთვარეა. ეს პერიოდი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის ადვილი არ იქნება – 2023 წლის 12-დან 18 ივნისის ჩათვლით კვირის ჰოროსკოპი ორაზროვან მოვლენებს გვპირდება. გელით სასიამოვნო სიურპრიზები და მცირე უსიამოვნებები, ემოციური აღმავლობა პერიოდულად შეიცვლება აპათიითა და მელანქოლიით, მაგრამ მაინც ბედი მოგცემთ შანსს, ის, რაც ხდება, თქვენს სასარგებლოდ გამოიყენოთ. როგორ გავაკეთოთ ეს,  ასტროლოგიური პროგნოზიდან გაიგებთ.

 

ვერძი

ეს კვირა თქვენთვის  პროფესიულად ძალიან სასიამოვნო პერიოდია, მაგრამ თქვენი პირადი ცხოვრება შეიძლება დაზარალდეს დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო. ამის საფუძველზე არ არის გამორიცხული  გაუგებრობა და უსიამოვნება. მათი თავიდან აცილება შესაძლებელია, თუ საკუთარ პოზიციას კორექტულად დაიცავთ და დამაჯერებლად, მშვიდად აუხსნით სიტუაციას პარტნიორს. ზოგიერთმა თქვენგანმა შეიძლება მოულოდნელი მოგება მიიღოს ძველი კომერციული პროექტიდან. კვირის ბოლოს კარგი იქნებოდა ყოველდღიური ცხოვრების რუტინიდან გამოსვლა და ბუნების წიაღში ექსკურსიის მოწყობა.

სასიკეთო დღეები: 12, 15.

არასასიკეთო დღე: 13.

 

კურო

ამ კვირაში თქვენთვის მნიშვნელოვანია ოჯახის ინტერესების პრიორიტეტად ქცევა თუნდაც კარიერის საზიანოდ. ასევე, შეეცადეთ მაქსიმალურად დაეხმაროთ ირგვლივ მყოფებს – სიკეთე დაგიფასდებათ. პარასკევს მოგზაურობები სასურველ შედეგს არ მოიტანს, უმჯობესია ეს დღე ჩვეულ საქმიანობას დაუთმოთ. ზოგიერთ თქვენგანს ექნება სასარგებლო შეხვედრები და ახალი პერსპექტიული ნაცნობობა. შაბათ-კვირას ნუ გააგრძელებთ სამსახურის საქმეების კეთებას, შეეცადეთ, დრო მშვიდ გარემოში გაატაროთ და კარგად დაისვენოთ.

სასიკეთო დღეები: 13, 16.

არასასიკეთო დღე: 14.

 

ტყუპი

ამ კვირაში უმეტესობა თქვენგანი  მიდრეკილი იქნება ნაჩქარევი და იმპულსური გადაწყვეტილებებისა და მოქმედებებისკენ. ამან შეიძლება დიდი გაუგებრობა გამოიწვიოს, განსაკუთრებით პროფესიულ სფეროში და ფინანსურ საკითხებში. შუა კვირაში ზოგიერთ თქვენგანს ახლობელი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეაშფოთებს. კვირის ბოლოს ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება და  შვებით ამოისუნთქებთ. შაბათ-კვირას ოჯახთან ერთად დასვენება საინტერესო და  ძალიან სასიამოვნო იქნება.

სასიკეთო დღეები: 17, 18.

არასასიკეთო დღე: 14.

 

კირჩხიბი

ამ კვირაში მზად უნდა იყოთ მოულოდნელი გამოწვევებისთვის, ძირითადად, პროფესიულ ცხოვრებაში. თქვენი დროისა და ენერგიის უმეტესი ნაწილი დაიხარჯება შექმნილი სიტუაციებიდან გამოსავლის ძიებაში. დიდი ყურადღება მიაქციეთ იმას, რაც თქვენ გარშემო ხდება. მეტი თავდაჯერებულობა გმართებთ, შეინარჩუნეთ ემოციური წონასწორობა. საყვარელ ადამიანებთან ერთად ყოფნისას შეეცადეთ არ გაღიზიანდეთ, მოთმინებით იმოქმედეთ და მოვლენებს ნუ დააჩქარებთ. კვირის ბოლოს კარგი იქნება, მეგობრებს შეხვდეთ ან რომანტიკული პაემანი მოაწყოთ.

სასიკეთო დღეები: 13, 16.

არასასიკეთო დღე: 15.

 

ლომი

ამ კვირაში მოსალოდნელია პოზიტიური ცვლილებები თქვენი ცხოვრების ყველა სფეროში. გექნებათ ბევრი კარგი შესაძლებლობა, აირჩიოთ გზა, რომელიც ახალ ეფექტიან მიმართულებას მისცემს თქვენს ქმედებებს. მოვლენები, რომლებიც ხუთშაბათს ან პარასკევს მოხდება, გიჩვენებთ, რომ ნებისმიერი ფსიქოლოგიური კომპლექსი შეიძლება დაიძლიოს, თუ რთულ დროს მეგობრებს დახმარებისთვის მიმართავთ. მათ, ვისაც საკუთარი ბიზნესის წამოწყება სურთ, ფიქრში დიდი დრო არ უნდა დაკარგონ და მოქმედება დაიწყონ. შაბათ-კვირას ღირს გართობა ქალაქგარეთ,  დროის გატარება მეგობრებთან ერთად.

სასიკეთო დღეები: 14, 16.

არასასიკეთო დღე: 12.

 

ქალწული

ამ კვირის დასაწყისიდან მოვლენების ცენტრში იქნებით, რა ალბათ სასიამოვნოა, მაგრამ გარკვეულწილად შეუსაბამო, რადგან მარტო ყოფნის სურვილი უფრო გაქვთ. გონივრული კონსერვატიზმი და ძველი ჩვევების ერთგულება პროფესიულ საქმიანობაში წარმატება მოგიტანთ. ვითარება განსაკუთრებით ხელსაყრელი იქნება ხუთშაბათიდან, რაც კონკრეტულ გამოხატულებას პოვებს მატერიალური კეთილდღეობის ზრდაში. კვირის ბოლოს შეიძლება ძველი მეგობარი  მოულოდნელად დაგიკავშირდეთ და გექნებათ შანსი, რომ წარსულიდან ბედნიერი მომენტები ერთად გააცოცხლოთ.

სასიკეთო დღეები: 12, 15.

არასასიკეთო დღე: 17.

 

სასწორი

ამ კვირაში დიდი სიფრთხილე გმართებთ, განსაკუთრებით პროფესიულ და ფინანსურ სფეროებში, რადგან ვარსკვლავების გავლენამ შეიძლება უსიამოვნებები გამოიწვიოს. როგორც არ უნდა განვითარდეს სიტუაცია, შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ყველაფერს უფრო ადვილად გაუმკლავდებით. კარგი დროა  პრიორიტეტების განსაზღვრისა და ინდივიდუალური შესაძლებლობების განვითარებისთვის. ხუთშაბათს დადგება ხელსაყრელი მომენტი ახლობელ ადამიანთან გულწრფელი საუბრისთვის. შაბათ-კვირას შეეცადეთ, შვილებს სურვილები აუსრულოთ.

სასიკეთო დღეები: 14, 18.

არასასიკეთო დღე: 15.

 

მორიელი

შეეცადეთ, ამ კვირაში განახორციელოთ ყველაფერი, რაც დაგეგმილი გაქვთ, რადგან ვარსკვლავები საკმაოდ ხელსაყრელ სიტუაციას გიწინასწარმეტყველებენ ცხოვრების ყველა სფეროში. მიზანშეწონილია დაიწყოთ რაიმე ახლის სწავლა, ეს თქვენს შესაძლებლობებს გააფართოებს და უფლებამოსილებას გაზრდის. საბოლოოდ დასრულდება დიდი ხნის მოუგვარებელი საკითხი, რაც ნანატრ შვებას მოგგვრით. კვირის ბოლოს სიურპრიზი გელოდებათ – შეიძლება გესტუმრონ  მეგობრები ან ახლობლები, რომლებიც დიდი ხანია არ გინახავთ.

სასიკეთო დღეები: 12, 15.

არასასიკეთო დღე: 16.

 

მშვილდოსანი

ეს კვირა დიდ წარმატებებს გპირდებათ. შესაძლოა გაუმჯობესდეს ურთიერთობები, რომლებსაც დასრულებულად თვლიდით. სამსახურში დიდი ხნის დაგეგმილი გეგმებისა და პროექტების განხორციელება იწყება. თქვენი უნარი, სწრაფად აუღოთ ალღო სიტუაციას და აკონტროლოთ იგი არანაკლებ ოპერატიულად, საყოველთაო მოწონებას გამოიწვევს. შეეცადეთ გამოავლინოთ თქვენი მრავალმხრივი ნიჭიერება, განსაკუთრებით კომუნიკაციის სფეროში. კარგი პერიოდია საოჯახო საქმეების მოსაგვარებლად, სახლის რემონტისთვის.

სასიკეთო დღეები: 12, 14.

არასასიკეთო დღე: 18.

 

თხის რქა

შეეცადეთ, ამ კვირაში მეტი ყურადღება მიაქციოთ საკუთარ თავს და შექმნათ თქვენი გემოვნების შესაბამისი გარემო. დროა თქვენი აზროვნება შეიცვალოს, სავარაუდოა სულიერი ფასეულობების ახლებური შეფასება, რაც გავლენას მოახდენს თქვენს ბედზე. იმედგაცრუებას ნუ აჰყვებით  და არავითარ შემთხვევაში არ შეიცოდოთ თავი, მოუსმინეთ კრიტიკულ შენიშვნებს და რჩევებს, რათა თქვენთვის მნიშვნელოვანი მომენტები არ გამოგრჩეთ. ახლობლები მხარს დაუჭერენ თქვენს მცდელობებს. ბევრი თქვენგანი გაიხარებს შვილების წარმატებებით არა მხოლოდ სკოლაში, არამედ სკოლის გარეთ  სხვადასხვა აქტივობაში.

სასიკეთო დღეები: 13, 17.

არასასიკეთო დღე: 16.

 

მერწყული

ამ პერიოდში შეიძლება ცოტა იმედგაცრუებული დარჩეთ მიმდინარე საქმეებით. ნუ იქნებით მოუთმენელი, ეს დროებითი ეტაპი მალე დასრულდება. დადგა მომენტი, როდესაც ღირს საკუთარ თავში რაღაცის შეცვლა და არა სტერეოტიპებზე მიჯაჭვულობა. იმისათვის, რომ პროცესი თანდათანობით წარიმართოს, უმჯობესი იქნება, გარეგნობით დაიწყოთ. მინიმალური ძალისხმევა და – ახალი ფერებით გაანათებთ! მოუსმინეთ ინტუიციას და საბოლოოდ გადაწყვიტეთ, რომელი მიმართულებით და ვისთან ერთად გინდათ წინ წახვიდეთ ცხოვრებაში. შაბათ-კვირას შეიძლება მარტოობის სურვილი გაგიჩნდეთ.

სასიკეთო დღეები: 12, 14.

არასასიკეთო დღე: 17.

 

თევზები

ეს კვირა დიდ კმაყოფილებას გპირდებათ როგორც პირადი მოთხოვნების შესრულების, ასევე პროფესიული მიღწევების თვალსაზრისით.  საუკეთესო დროა იმისთვის, რომ ფოკუსირება მოახდინოთ ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე, რადგან, დიდი ალბათობით, გზაზე რაიმე დაბრკოლება არ შეგხვდებათ, თუმცა სიფრთხილე გმართებთ  ფინანსებთან დაკავშირებით, რადგან დამატებითი ხარჯების წარმოქმნის შესაძლებლობა რეალურია. ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს, რათა მათ პრობლემები არ შეგიქმნათ. შაბათ-კვირას ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობის ხარისხი გაუმჯობესდება.

სასიკეთო დღეები: 14, 18.

არასასიკეთო დღე: 16.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close