მცენარეს თუ რაიმეს ავნებ, ყვირის – მოუსმინეთ ამ ხმას
რაც არ უნდა ძნელი წარმოსადგენი იყოს, თუ მცენარეს რაიმეს ავნებ, ყვირის. არა, ისე არა, როგორც ჩვენ, მაგრამ მაინც. ამ დროს ისინი ხმებს ულტრაბგერით სიხშირეებში გამოყოფენ, რომელსაც ადამიანის ყური ვერ აღიქვამს; ეს ბგერები კიდევ უფრო იზრდება, როცა მცენარე დასტრესილია. მეცნიერთა განცხადებით, ეს შეიძლება ერთ-ერთი გზა იყოს, რომლითაც მცენარეები თავიანთ გასაჭირის შესახებ გარშემო სამყაროს ამცნობენ.
„წყნარ მინდორზეც კ, არის ხმები, რომლებიც უბრალოდ არ გვესმის და ეს ხმები ინფორმაციის მატარებელია. არსებობენ ცხოველები, რომლებსაც ეს ხმები ესმით და, შესაბამისად, არის იმის შესაძლებლობა, რომ იქ ბევრი აკუსტიკური ურთიერთქმედება ხდება“, – ამბობს თელ-ავივის უნივერსიტეტის ევოლუციური ბიოლოგი ლილაჩ ჰადანი.
მისი განცხადებით, მცენარეები მწერებთან და სხვა ცხოველებთან მუდმივად ურთიერთქმედებენ; მრავალი ეს ორგანიზმი კომუნიკაციისთვის ბგერას იყენებს. მისი არგამოყენება მცენარისთვის ძლიერ არაოპტიმალური იქნებოდა.
დასტრესილი მცენარეები არც ისე პასიურნი არიან, როგორც შეიძლება გვეგონოს. ამ დროს ისინი საკმაოდ დრამატულ ცვლილებებს განიცდიან, რომელთაგან ერთ-ერთი ყველაზე შესამჩნევი (სულ მცირე, ჩვენთვის) არის მძლავრი სუნების გამოყოფა. ასევე შეუძლიათ ფერისა და ფორმის შეცვლა.
გააგრძელე კითხვა აქ: /1tv.ge/news/dastresili-mcenareebi
კომენტარები