მიგრაციაქართველები უცხოეთშიდასაქმება

გერმანიაში 4 ქართველი დააკავეს არალეგალურად მუშაობის გამო

სამშენებლო ობიექტების საბაჟო კონტროლმა ოდერის ფრანკფურტში (Frankfurt an der Oder) მორიგი შემოწმებისას არალეგალურად მომუშავე, ბინადრობის უფლების არმქონე 4 ქართველი დააკავა. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს საბაჟო კონტროლის სამსახურის 6 ივნისის ანგარიშზე დაყრდნობით

ოდერის ფრანკფურტის მთავარი საბაჟო სამმართველოს არადეკლარირებული სამუშაოების ფინანსური კონტროლის განყოფილების თანამშრომლებმა ქალაქ ოდერის ფრანკფურტში  სამშენებლო ობიექტი ორშაბათს, 5 ივნისს, დღისით შეამოწმა.

შემოწმებისას მათ 4 ქართველი მუშა აღმოაჩინეს ბინადრობის ნებართვის და მუშაობის უფლების გარეშე, რომლებიც სამშენებლო ობიექტზე სარემონტო სამუშაოებს ასრულებდნენ.

ქართველი მუშების წინააღმდეგ აღიძრა საქმე უკანონო ბინადრობის/არალეგალური მუშაობის ფაქტზე, პროცესში აიზენჰიუტენშტადტის (ბრანდენბურგის ფედერალური მიწა) ცენტრალური საიმიგრაციო სამმართველო ჩაერთო.

დაწყებულია გამოძიება დამსაქმებლის მიმართაც, რომელსაც ობიექტზე არალეგალურად ჰყავდა დასაქმებული ბინადრობის უფლების არმქონე უცხოელები.

ქართველი მუშების შესახებ უფრო დეტალურ ინფორმაციას – მათ ასაკს, სქესს და სხვ. – მედია არ წერს.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close