კრიმინალი
რიო დე ჟანეიროში 31 წლის ბათუმელი მეზღვაური მოკლეს
ბრაზილიური მედიის ცნობით, რიო დე ჟანეიროში 31 წლის ბათუმელი მეზღვაური, ილია კახაბერიძე მოკლეს.
როგორც ადგილობრივ მედიაში წერენ, გემის ინჟინერი 30 მაისს სასტუმროს ნომერში საწოლზე მიბმული იპოვეს.
ბრაზილიური მედია აღნიშნავს, რომ ეჭვმიტანილი, რომელსაც კრიმინალური წარსული ჰქონდა, სათვალთვალო კამერებით ამოიცნეს და ამ დროისთვის დაკავებულია, თუმცა დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.
Globo TV აღნიშნავს, რომ 41 წლის უოლას დე ოლივეირა გომეში 9-ჯერ არის ნასამართლევი, მათ შორის, მუქარაზე, ძალადობაზე, ძარცვასა და ნარკოტიკებით ვაჭრობაზე.
tabula.ge
კომენტარები