სასწაულებრივი გადარჩენა – სირიაში მიწისძვრიდან 3 თვის შემდეგ ნანგრევებიდან ცოცხალი მამაკაცი ამოიყვანეს
თებერვლის დასაწყისში თურქეთში, სირიის საზღვართან ახლოს მომხდარი ძლიერი მიწისძვრის დროს ჩამოშლილი ერთ-ერთი შენობის ნანგრევებიდან მაშველებმა ცოცხალი ადამიანი ამოიყვანეს. ფოტო და ინფორმაცია პორტალმა Akhbar.fouri-მა 17 მაისს გაავრცელა.
მედიის ცნობით, ის საკუთარი სახლის ნანგრევებში იპოვეს, მიწისძვრის დროს ახალგაზრდა მამაკაცი საკუთარ ბინაში იმყოფებოდა.
როგორ გაძლო ადამიანმა სამი თვე წყლისა და საკვების გარეშე, მედიკოსებისათვის გაუგებარია. ექიმები ამბობენ, რომ მისი სიცოცხლისთვის იბრძოლებენ, თუმცა მამაკაცის სხეული უკიდურესად გამოფიტულია და პაციენტს რთული რეაბილიტაციის გავლა მოუწევს.
View this post on Instagram
ორი მძლავრი მიწისძვრა 2023 წლის 6 თებერვალს თურქეთის სამხრეთ და ცენტრალურ ნაწილში მოხდა 9 საათის ინტერვალით, გაზიანთეფსა და ქაჰრამანმარაშში. მათი სიმძლავრე, შესაბამისად, 7,8 (±0,1) და 7,5 (±0,1) მაგნიტუდა იყო, რასაც თურქეთსა და სირიაში მასშტაბური ნგრევა და ადამიანთა დიდი მსხვერპლი მოჰყვა. მიწისძვრების შედეგად თურქეთსა და სირიაში ერთად 59 ათასამდე ადამიანი დაიღუპა: 50 500-ზე მეტი – თურქეთში, 8476 – სირიაში, ათობით ათასი ადამიანი დაშავდა. .
მანანა ბანძელაძე
კომენტარები