ვიდეოქართველები უცხოეთშისპორტი

ქართველი ფრენბურთელი ანა კალანდაძე ჩემპიონთა ლიგის ALL STARS-ში შეიყვანეს (ვიდეო)

ფრენბურთის ჩემპიონთა ლიგაზე ქალთა შორის გულშემატკივრებმა მიმდინარე სეზონის სიმბოლური ნაკრები (All Stars) დაასახელეს. მასში ქართველი ფრენბურთელი ანა კალანდაძე მოხვდა, რომელიც პოლონურ კლუბ „დეველოპრეს ჟეშუვში“  (DevelopRes Rzeszów) ასპარეზობს.

ანას გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის 6 თამაშიდან 4 მოიგო, 2 წააგო და თავის ჯგუფში (A) მეორე ადგილი დაიკავა 11 ქულით.

მერვედფინალში „ჟეშუმა“ ფრანგულ „ვოლეროს“ (Volero Le Cannet) აჯობა და მეოთხედფინალში გავიდა,  სადაც პოლონური გუნდი თურქულ „ეძზაჯიბაშის(Eczacıbaşı) დაუპირისპირდა, ორივე მატჩი წააგო (3:2, 3:1) და ასპარეზობას გამოეთიშა.

ვიდეო: ანა კალანდაძე  – 2:25 წუთიდან

შეგახსენებთ, რომ 24 წლის ქართველი ფრენბურთელი, საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ანა კალანდაძე 3 თვის წინ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს: ანა MVP-ს ტიტულის (Most valuable player – ყველაზე ღირებული მოთამაშე) მფლობელი გახდა.

ქართველი ფრენბურთელი ანა კალანდაძე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს (ვიდეო)

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close