მოდა/სილამაზეტექნოლოგიები

2025 წლის ფერი უკვე ცნობილია – ნახეთ, როგორი ელფერისაა „მომავლის ბინდი“ (ვიდეო)

Worth Global Style Network-მა (WGSN), რომელიც ტენდენციების პროგნოზირებაშია სპეციალიზებული, უკვე 2025 წლის ფერი დაასახელა, როგორც „მომავლის ბინდის“ ფერი.

ქსელმა Coloro-სთან ერთად წარმოადგინა Future Dusk – მუქი იისფერი როგორც ფიზიკური, ისე ვირტუალური რეალობისთვის. „ეს არის საიდუმლო განწყობისა და გაქცევის გრძნობის სინთეზი. ლურჯისა და იისფრის შერწყმა სიურრეალისტურ სამყაროს მოგვაგონებს, რომელიც კოსმოსური ეპოქის გავლენას ზუსტად შეესაბამება. ამავდროულად, იდეალურია ისეთი ცვალებადი პერიოდისთვის, როგორშიც ახლა ვცხოვრობთ“.

როგორც Architectural Digest აღწერს, 2025 წლის სიურრეალისტური ელფერი ფუტურისტული ციფრული ხელოვნებისა და კოსმოსური სივრცის ამსახველია. უფრო კონკრეტულად, აღნიშნული პროგნოზი ხელოვნური ინტელექტის, კოსმოსური ტურიზმისა და მეტავერსის მზარდ ტენდენციებს ეყრდნობა – ტექნოლოგიის, კრეატიულობის თუ გარემოში მიმდინარე ცვლილებების გავლით.

მეწამულთან ერთად, WGSN-მა და Coloro-მ უკვე წარმოადგინეს სრული პალიტრა 2025 წლის გაზაფხული-ზაფხულისთვის. მათ შორისაა ე. წ. „ტრანსფორმაციული ფირუზი“, რომელიც ბუნების უჩვეულო და გასაოცარ ასპექტებს მიემართება, ასევე, სინთეზურ მიმზიდველობას. „მზის მარჯანი“ კი ენერგიული და სასიამოვნო ფერია, სიხარულისკენ სწრაფვის გამომხატველი.

სრულად იხილეთ ვიდეოებში:

marketer.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close