მსოფლიოეკონომიკა

აშშ-ის ხაზინას ნაღდი ფული ეწურება – NEW YORK TIMES

გამოცემა New York Times-ის ცნობით, 9 მაისს გამართულ შეხვედრაზე აშშ-ის ვალის ზედა ზღვრის გაზრდაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და სპიკერმა კევინ მაკარტიმ ბიუჯეტის პრიორიტეტები და აშშ-ის ვალის ლიმიტი განიხილეს. 

„ნიუ-იორკ თაიმსის“ ინფორმაციით, აშშ-ის ხაზინას ნაღდი ფული ეწურება, რაც მცირე დროს ტოვებს ვალის ზედა ზღვრის პრობლემის მოსაგვარებლად. ამან კი შეიძლება დეფოლტი გამოიწვიოს.

კანონმდებლებს თვეზე ნაკლები აქვთ იმისათვის, რომ მიიღონ კანონი ვალის ზედა ზღვრის გასაზრდელად, წინააღმდეგ შემთხვევაში, მთავრობა ვერ შეძლებს ყველა გადასახადის გადახდას, მათ შორის, ვერ გადაიხდის სამხედროების ხელფასებს და ვერ შეასრულებს სოციალური დაცვის ვალდებულებებს.

თუ გამოსავალს ივნისამდე არ მოძებნიან, პოლიტიკოსები ყოველდღიურად ითამაშებენ „რუსულ რულეტს“, რაც მათი ამომრჩევლებისა და ქვეყნისთვის ფინანსურ კატასტროფას ნიშნავს“, – განაცხადა ორპარტიული პოლიტიკის ცენტრის ეკონომიკური პოლიტიკის დირექტორმა შაი აქაბასმა.

„მე ვიტყოდი, რომ თუ კონგრესი არ გაზრდის ვალის ზღვარს, პრეზიდენტს მოუწევს გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება. არსებობს სხვადასხვა ვარიანტი, მაგრამ არ არსებობს კარგი ვარიანტი“, – თქვა ხაზინის მდივანმა ჯანეტ იელენმა CNBC-ის ეთერში.

„დეფოლტი სერიოზულ დარტყმას მიაყენებს ეკონომიკას, რაც გამოიწვევს სამუშაო ადგილების დაკარგვას, საპენსიო დანაზოგების შემცირებას და სესხის აღების მაღალ ხარჯებს ოჯახებისთვის, ბიზნესებისა და მთავრობისთვის“, – ამბობს ორგანიზაცია Business Roundtable-ის ხელმძღვანელი ჯოშუა ბოლტენი.

წყარო: rustavi2.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close