იტალიაში, რომში შოთა რუსთაველის ბიუსტს „ნაპოლის“ ფორმა ჩააცვეს.
„ნაპოლიმ“, სადაც ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელიაც თამაშობს, იტალიის ჩემპიონატი 33 წლის შემდეგ პირველად მოიგო, 2022-2023 წწ. სეზონის სეზონის დამთავრებამდე 5 ტურით ადრ და სამგზის ჩემპიონი გახდა. წინა ორი სკუდეტო „ნაპოლის“ დიეგო მარადონას გუნდში ყოფნის დროს აქვს მოგებული.
ცნობილია, რომ შოთა რუსთაველის ქანდაკება უკანასკნელია, რომელიც რომში „ვილა ბორგეზეს“ პარკში დაიდგა 2010 წელს.რომის ცენტრში მდებარე ამ ულამაზეს პარკში, რომელიც 80 ჰექტარზეა გადაჭიმული, მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ადამიანების ქანდაკებები დგას.
კომენტარები