დღის თემასაზოგადოებასაქართველო

ყოფილ პირველ ლედის შესაძლოა დედობის უფლება ჩამოართვან – რატომ ამბობენ ცოტნე და გიორგი გამსახურდიები უარს დედაზე (ვიდეო)

სარჩელი უკვე სასამართლოშია – ძმები გამსახურდიების ადვოკატი „კურიერთან“ ადასტურებს, რომ პირველი პრეზიდენტის შვილები მანანა არჩვაძისთვის დედობის უფლების ჩამორთმევას ითხოვენ. მორალური და ფსიქოლოგიური წნეხი წლების განმავლობაში – ეს გახდა მიზეზი, რის გამოც გიორგი გამსახურდიამ თავისი და ძმის სახელით სასამართლოს მიმართა.

სასამართლოში შეტანილ სარჩელს თან ერთვის არაერთი მტკიცებულება, მათ შორის, ცოტნე გამსახურდიას მიერ სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული წერილები, სადაც იგი მანანა არჩვაძეს გამსახურდიების ოჯახის განადგურებაში ადანაშაულებს. სამწლიანი მკურნალობის შემდეგ ცოტნე გამსახურდია ახლაც წეროვანის სარეაბილიტაციო ცენტრშია და, დედის გადაწყვეტილების გამო, კოლხურ კოშკში დაბრუნებას ვერ ახერხებს.

ჩამოართმევს თუ არა სასამართლო პირველი პრეზიდენტის მეუღლეს დედობის უფლებას? – გადაწყვეტილება ჯერ უცნობია. თავად მანანა არჩვაძემ „კურიერის“ კითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვა.

გამსახურდიების ოჯახში ეს პირველი სასამართლო დავა არ არის. შვილების სარჩელის საფუძველზე მანანა არჩვაძეს კოლხურ კოშკზე ქონებრივი უფლებები უკვე ჩამოართვეს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close