NDI-ს კვლევა: საქართველოს თითქმის ყოველი მეშვიდე მოქალაქე ემიგრაციაში წასვლას აპირებს – ნაკლები, ვიდრე გასული წლის დეკემბერში
NDI-ს უახლესი საზოგადოებრივი აზრის კვლევის (საზოგადოების განწყობა საქართველოში – 2023 წლის მარტში ჩატარებული სატელეფონო გამოკითხვის შედეგები) თანახმად, რომელიც 3 მაისს გამოქვეყნდა, საქართველოს საქართველოს თითქმის ყოველი მეშვიდე მოქალაქე ემიგრაციაში წასვლას აპირებს.
ემიგრაციაში წასვლის მსურველთა შორის ახალგაზრდა მოქალაქეების და კაცების წილი ჭარბობს. ამავე კვლევის თანახმად, თითქმის ყოველ მეექვსე მოქალაქეს (16%) უკვე ჰყავს უცხოეთში მცხოვრები ოჯახის წევრი, რომელიც მას რეგულარულად უგზავნის ფულს.
ემიგრაციაში წასვლის მსურველთა რაოდენობა 2022 წლის დეკემბერში უფრო მაღალი იყო – იმ პერიოდში ემიგრაციაში წასვლაზე ყოველი მეხუთე ადამიანი ანუ ქვეყნის მოსახლეობის 20% ფიქრობდა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წელს ემიგრანტების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 25.3 პროცენტით გაიზარდა (125 269 კაცი).
2022 წელს მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფარი 26 ათასამდე საქართველოს მოქალაქემ მოითხოვა.
კომენტარები