AMERICAN IDOL-ის ისტორიაში უცხოელი კონკურსანტი პირველად გავიდა ლაივ შოუების ეტაპზე… ნუცას ქეისმა შესაძლოა მთლიანად შეცვალოს ამ პოპულარული შოუს ფორმატი – ზაზა შენგელია
American Idol-ის ტურში ქართველი მომღერლის ნუცა ბუზალაძის შთამბეჭდავ გამოსვლას „ბრავო რეკორდსის“ პრეზიდენტი ზაზა შენგელია კიდევე ერთხელ ეხმიანება და საზოგადოებას მიმართავს.
„ყურადღება! ყურადღება! ყურადღება! გთხოვთ ეს პოსტი მაქსიმალურად გადააშეაროთ.
ნიუ-იორკის დროით კვირას, 23 აპრილს, 20:00 საათზე და თბილისის დროით ორშაბათს, დილის 4:00 საათზე American Idol-ში ძალიან მნიშვნელოვანი რამ ხდება. ამ ტურის განმავლობაში ერთდროულად გაირკვევა ორი რამ: ვინ გადავიდა 26 კონკურსანტიდან TOP ოცეულში და ამასთან ერთად გაირკვევა – ამ ოცეულიდან 12 ფინალისტის ვინაობა, ვინც შემდეგი 5 ტურის განმავლობაში გააგრძელებს გზას American Idol-ის ფინალისაკენ.
ამ 12 ფინალისტისგან 2 კონკურსანტი შეირჩევა ჟიურის მიერ, ხოლო დანარჩენი 10 ფინალისტი კი ხმის მიცემის მონაცემების მიხედვით. ამიტომ ამ ტურში ნუცას მხარდაჭერა და ხმის მიცემა გადამწყვეტია!
მე მსურს გაცნობოთ ძალიან მნიშვნელოვანი რამ: American Idol-ის გიგანტური და უაღრესად რეიტინგული სატელევიზიო შოუ თავისი არსებობის თითქმის 25 წელს ითვლის და მისი არსებობის ისტორიაში პირველად ხდება ფაქტი, როცა უცხოელი კონკურსანტი გასცდა შესარჩევ ტურებს (თუმცა შესარჩევ ტურებზეც მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელი უცხოელი კონკურსანტი მოხვდა) და გავიდა ლაივ შოუების ეტაპზე, და ეს სრულიად მარტომ შეძლო 25 წლის ქართველმა გოგონამ, რომელსაც ახლა თანადგომა, გამხნევება და მხარდაჭერა სჭირდება. ნუცას ქეისი შესაძლოა გახდეს პრეცედენტული და შეცვალოს მთლიანად ამ პოპულარული შოუს ფორმატი, რამაც ეს ტელეშოუ შეიძლება მსოფლიო მასშტაბის საერთაშორისო კონკურსად აქციოს, დაახლოებით ისე, როგორც ტარდება US Open ჩოგბურთში, სადაც ამერიკელ სპორტსმენებთან ერთად უცხოელი სპორტსმენებიც მონაწილეობენ.
მოგეხსენებათ, რამდენმა ახალგაზრდა ნიჭიერმა ამერიკელმა გაიკაფა გზა ამერიკულ მუსიკალურ ინდუსტრიაში ამ სატელევიზიო კონკურსიდან, რომელი ერთი ჩამოვთვალო: ჯენიფერ ჰადსონი, კელი კლარქსონი, ქერი ანდერვუდი, კეტრინ მაკფი და სხვები, იმიტომ რომ ამ კონკურსის მონაწილეები „ევროვიზიის“ კონკურსისაგან განსხვავებით, მყისიერად ხვდებიან მეიჯორი რექორდ ლეიბლების მხედველობის არეალში, რომელთა სტრატეგიასა და პოლიტიკაში მთავარ ამინდს სწორედ ამერიკული და ბრიტანული მუსიკალური ბაზრები ქმნიან. აქედან გამომდინარე, ნუცა ბუზალაძე ამ კონკურსში ისტორიას ქმნის და არა მარტო ქართველი, არამედ მთელი დანარჩენი მსოფლიოს ნიჭიერი ახალგაზრდა მუსიკოსების საქმეს აკეთებს, ეს ყველამ კარგად უნდა გავიცნობიეროთ.
მე მინდა დავარღვიო ქართულ პოლიტიკაში, მედიაში და სოციალურ სივრცეში გამეფებული სიძულვილის და სიძულვილზე სიძულვილით პასუხის სამწუხარო ტრადიცია და მადლობა ვუთხრა ნუცას ჰეითერებს, აბსოლუტურად ყველას, ნუცას სამართლიანი და უსამართლო კრიტიკისათვის… მერწმუნეთ, ეს პირადად მას კიდევ უფრო გააძლიერებს და მინდა ვისურვო, რომ თუნდაც მარტო საკუთარ თავთან როცა დარჩებით, თუნდაც თქვენს აზრებში გაგეაზრებინოთ ბოლომდე, რამხელა რამეს არის აბსოლუტურად მარტო შეჭიდებული 350-მილიონიანი მოსახლეობის მქონე ამერიკაში 25 წლის ქართველი გოგო, შეგეცვალოთ მასზე აზრი და გეამაყოთ ნუცათი, იმიტომ რომ ის არის თქვენი საქართველოს შვილიც.
თქვენ ნახავთ, რამდენი ამერიკელი მისცემს ხმას ნუცას ამ კონკურსში, ბევრი ისეთი ამერიკელიც კი, რომელიც დღეს სვამს კითხვას – თუ რატომ მონაწილეობს უცხოელი American Idol-ის კონკურსში.
…ამიტომაცაა ის ერთგვარი გაურკვევლობა ხმის მიცემის პროცდურასთან დაკავშირებით, რომ ნუცას ქეისი უნიკალურია და არ არის მორგებული ამდაგვარ სიტუაციაზე, როცა კონკურსანტის ფანებს ამერიკის ფარგლებს გარედან შეეძლებათ თავისი კონკურსანტისთვის ხმის მიცემა და მართალი გითხრათ, მე ვფიქრობ ამ ეტაპზე, სანამ ამდაგვარი შემთხვევების გათვალისწინებით, ხმის მიცემის მოდელი დაიხვეწება, არ არის საჭირო შემოვლითი გზები და VPN-ები, მე დარწმუნებული ვარ, ამერიკელები თავად და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჩვენი მრავალრიცხოვანი ქართული დიასპორის წარმომადგენლები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ ნუცა არ დაიჩაგროს, მე ამისი ღრმად მჯერა.
მე ვიცი, თუ რომელ სიმღერას შეასრულებს ნუცა ამ კონკურსზე, მინდა ოდნავ შევაღო კონკურსის კულუარები და დაგასპოილეროთ: ამ ტურში, იმის გარდა რომ კონკურსანტები სიმღერებს შეასრულებენ, ეთერში გავა ასევე ვიდეოები მათ შესახებ და ვიცი, რომ ნუცას შესახებ მზადდება ძალიან ემოციური და ძლიერი ვიდეო, რომელიც კიდევ უფრო მეტად სხვა თვალით დაანახებს ყველას მის პიროვნებას და კეთილგანაწყობს ამერიკულ ტელეაუდიტორიას ნუცას მიმართ
კიდევ ერთხელ გთხოვთ, პირველ რიგში, ამერიკაში, პუერტო-რიკოში, ვირჯინიის კუნძულებზე მცხოვრებ ქართველებს და ასევე საქართველოში მცხოვრებ ქართველებს – მივაწვდინოთ ხმა ამერიკაში მცხოვრებ ჩვენს ნათესავებს, მეგობრებს, მეზობლებს, ნაცნობებს – გავერთიანდეთ ყველანი ნუცას მხარდასაჭერად! You Go Girl Nutsa Buzaladze
ახლა კი კონკრეტულად: რა დროს უნდა მოხდეს ნუცასთვის ხმის მიცემა?
👉 ხმის მიცემა ამჯერადაც 10 საათის განმავლობაში იქნება შესაძლებელი. მომდევნო ტურის ტელეტრანsლაცია დაიწყება
👉 ნიუ-იორკის დროით კვირას, 23 აპრილს, 20:00 საათზე (და ხმის მიცემა გაგრძელდება 24 აპრილის დილის 6:00 საათამდე),
👉 ლოს-ანჯელესის დროით დაიწყება კვირას, 23 აპრილის 17:00-საათზე (და ხმის მიცემა გაგრძელდება 24 აპრილის ღამის 3:00 საათამდე) და
👉 თბილისის დროით დაიწყება ორშაბათს, 24 აპრილს დილის 4:00 (და ხმის მიცემა გაგრძელდება 24 აპრილის დღის 14:00 საათამდე)
რა გზით შეიძლება ხმის მიცემა ნუცასთვის?
ხმის მისაცემად არსებობს 3 გზა:
👉 ხმის მიცემა შესაძლებელია ონლაინ მისამართზე (ერთჯერადი რეგისტრაციის გზით): https://idolvote.abc.com/
👉 ხმის მიცემა შესაძლებელია სპეციალური აპლიკაციით American Idol app
👉 აპლიკაციის ჩამოტვირთვა აიფონებისთვის: https://apps.apple.com/…/american-idol…/id1346914815
👉 აპლიკაციის ჩამოტვირთვა ანდროიდებისთვის: https://play.google.com/store/apps/details…
👉 ხმის მიცემა შეგიძლიათ სმს-ის საშუალებით – ნუცას ნომერი, ანუ 26 უნდა გაიგზავნოს 21523-ზე.
რამდენი ხმის მიცემა შეუძლია თითო გულშემატკივარს ნუცასთვის ყოველ ტურში?
თითოეულმა გულშემატკივარმა თითო საკონკურსო ტურზე შეუძლია ნუცას მისცეს მაქსიმუმ ჯამურად 30 (!) ხმა ზემოთმითითებულ დღეებში და საათებში ხმის მიცემის სამივე მეთოდის გამოყენებით.
👉 მაქსიმუმ 10 ხმა – ონლაინ მისამართზე (ერთჯერადი რეგისტრაციის გზით): https://idolvote.abc.com/
👉 მაქსიმუმ 10 ხმა – სპეციალური აპლიკაციით American Idol app
👉 აპლიკაციის ჩამოტვირთვა აიფონებისთვის: https://apps.apple.com/…/american-idol…/id1346914815
👉 აპლიკაციის ჩამოტვირთვა ანდროიდებისთვის: https://play.google.com/store/apps/details…
👉 მაქსიმუმ 10 ხმა – სმს-ების საშუალებით, ნუცასთვის მინიჭებული ნომერი, ანუ 26 უნდა გაიგზავნოს ნომერზე 21523
ყოველ ჯერზე, როდესაც ნუცას მისცემთ ხოლმე თქვენს ხმებს, ხმის მიცემის ფანჯრის დახურვამდე უბრალოდ დარწმუნდით, რომ დააჭირეთ ღილაკს „შენახვა“.
კომენტარები