მსოფლიოnews

ევროპის კონტინენტზე ტემპერატურა საშუალო გლობალურ ტემპზე ორჯერ სწრაფად იზრდება

ევროპისთვის 2022 წელი ერთ-ერთი ყველაზე ცხელი წელი გამოდგა. „კოპერნიკუსის“ კლიმატის ცვლილების სამსახურის ყოველწლიური ანგარიში აჩვენებს, რომ ყველაზე ცხელი ზაფხული გასულ წელს იყო – ტემპერატურამ 1.4 გრადუსით გადააჭარბა საშუალო მაჩვენებელს, რასაც ასევე დაემატა რამდენიმე სტიქიური მოვლენა, როგორიცაა: სითბური ტალღები, გვალვები და ტყის ხანძრები.

ევროპის კონტინენტზე ტემპერატურა საშუალო გლობალურ ტემპზე ორჯერ უფრო სწრაფად იზრდება, რაც ყველა სხვა კონტინენტთან შედარებით ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ევროპის უმეტეს ნაწილს ინტენსიური და ხანგრძლივი სითბური ტალღები დაატყდა თავს, რამაც განსაკუთრებული ზიანი მოიტანა.

ხოლო ტემპერატურის აღრიცხვის დაწყებიდან, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, გასული 8 წელი ყველაზე თბილი გამოდგა.

ბოლო 15 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გამოვლინდა ნახშირორჟანგის გამოყოფის თვალსაზრისით, რაც ზაფხულის ტყის ხანძრებითაა გამოწვეული.  2022 წელს ნახშირორჟანგისა და მეთანის გლობალურმა საშუალო წლიურმა კონცენტრაციამ უმაღლეს დონეს მიაღწია, რაც კი ოდესმე გაზომილა თანამგზავრის გამოყენებით. ზამთარში თოვლის ნაკლებობამ და ზაფხულის მაღალმა ტემპერატურამ კი ალპების მყინვარებიდან 5 კუბური კილომეტრის მოცულობის ყინულის რეკორდული დნობა გამოიწვია.

euronewsgeorgia.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close