ვიდეოხელოვნება

ნუცას ბრწყინვალე გამოსვლა AMERICAN IDOL-ის პირველ ცოცხალ შოუში (ვიდეო)

ნუცა ბუზალაძემ AMERICAN IDOL-ის შოუს პირველ ცოცხალ კონცერტზე – ჰავაის ტურში 17 აპრილს ბრწყინვალე გამოსვლით ნამდვილი ფურორი მოახდინა.

24 მონაწილე 2 დღის განმავლობაში გამოდიოდა სცენაზე (12 მონაწილე – 16 აპრილს გამოვიდა, 12 – 17აპრილს).

ნუცამ დღეს, გამთენიისას (თბილისის დროით) დაანთო ცეცხლი ამ სიტყვების სრული მნიშვნელობით ჰავაის სცენაზე და ჟიურის და მაყურებლის აღფრთოვანება დაიმსახურა.

ხნის მიცემა თბილისის დროით 14 საათამდე გაგრძელდება და შემდეგ გაირკვევა, გადავა თუ არა ქართველი მომღერალი შემდეგ ეტაპზე. ნუცას ვიდეოს ნახვების რაოდენობით თუ ვიმსჯელებთ (ამ დროისთვის მას 514 ათასი ნახვა, 20 ათასი მოწონება და 2300 გაზიარება აქვს – 17 აპრილს გამომსვლელთაგან ყველაზე მეტი), იგი შემდეგ ეტაპზე უნდა გადავიდეს.

როგორც ნუცა თავის  FB გვერდზე წერს, ხმის მიცემის შედეგებს შემდეგ ორშაბათს, მომდევნო ლაივ შოუზე გავიგებთ.

„ჩემო უმაგრესო ქართველებო! 🇬🇪♥️უღრმესი მადლობა ესეთი მხარდაჭერისთვის და სიყვარულისთვის! ყველაზე მეტად მაძლიერებს და უფრო დიდ მოტივაციას მაძლევს! ძალიან მიყვარხართ და უფრო მაბედნიერებს ხოლმე ის როცა ყველანი ერთად ვერთიანდებით მიზნის მისაღწევად, საოცარი შეგრძნებაა✨ შედეგებს გავიგებთ მომავალ ლაივზე ანუ შემდეგ ორშაბათს, გკოცნით და მიყვარხართ!♥️“ – წერს ნუცა.

შეგახსენებთ, რომ ჰავაის ტურის TOP-24-იდან ნუცა ბუზალაძე ერთადერთი უცხოელი მონაწილეა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close