მსოფლიო

ბრიტანეთში პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყეს

გაერთიანებული სამეფოს საპარლამენტო კომისარმა, რომელიც პარლამენტის საქმიანობის სტანდარტებთან შესაბამისობას მეთვალყურეობს, დენიელ გრინბერგმა პრემიერ-მინისტრის, რიში სუნაკის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. გამოძიება ბავშვთა დაცვის ორგანიზაციასთან მიმართებაში სუნაკის საფინანსო საქმიანობის დეკლარირებას უკავშირდება. ორგანიზაციის ერთ-ერთი ინვესტორი რიში სუნაკის ცოლი, აკშატა მურტია.

ბრიტანეთის პრემიერის წინააღმდეგ გამოძიება გასულ კვირას, 13 აპრილს დაიწყო.

ჯერჯერობით მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ დავა პარლამენტარების ქცევის კოდექსის მეექვსე პუნქტს უკავშირდება, რომლის მიხედვითაც ისინი ვალდებულნი არიან გაამჟღავნონ ნებისმიერი ფინანსური აქტივი, რამაც შესაძლოა პარლამენტარის ქმედებასა და გადაწყვეტილებაზე გავლენა იქონიოს. ეს წესი კოდექსის განახლებულ ვერსიაში შევიდა.

გამოძიება დემოკრატიული პარტიის მხრიდან მთავრობის ინიციატივის მიმართ უნდობლობას მოჰყვა. მთავრობამ ბავშვთა სოციალური უზრუნველყოფის ორგანიზაციებში დასაქმების წახალისების მიზნით ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის ინიციატივა წარადგინა. აღმზრდელები £1,200-ის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ. ამით სის კერძო დაწესებულებაც ისარგებლებს, რომლის ინვესტორიც რიში სუნაკის ცოლია.

ინიციატივის წარდგენისას პრემიერს ცოლის ფინანსურ აქტივებზე არ უსაუბრია. კითხვას, ჰქონდა თუ არა სუნაკს ფინანსურ დეკლარირებასთან დაკავშირებით რამე სათქმელი, მან უარყოფითი პასუხი გასცა.

რიში სუნაკს, ახალი წესის შესაბამისად, ცოლის აქტივები პირადი ინტერესების კატეგორიაში დეკლარირებული არ აქვს. ახალი კოდექსი პარლამენტარებს ინფორმაციის განახლებას ავალდებულებს, თუმცა დაუნინგ სტრიტის მტკიცებით, ეს საჭირო არაა, რადგან სუნაკს ეს ინფორმაცია აღწერილი აქვს მინისტრებისთვის განკუთვნილ დეკლარირების ფორმაში. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს დოკუმენტი ჯერჯერობით დასრულებული და გამოქვეყნებული არაა.

რიში სუნაკის სპიკერის თქმით, გადაწყვეტილებას პრემიერის პირად ინტერესთან კავშირი არ აქვს:

„სიამოვნებით დავეხმარებით კომისარს იმის დამტკიცებაში, რომ ეს გადაწყვეტილება წმინდად მინისტრის პოზიციიდან იქნა მიღებული“.

წყარო: tabula.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close