საზოგადოებასაქართველო

„ცოტნეს განსაცდელი გაცილოთ, მაგრამ გიორგისნაირი ძმა არ მოგიშალოთ ღმერთმა“ – უახლესი ინფორმაცია ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას შესახებ

ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას მე­უღ­ლე, ანა ჯა­ბა­უ­რი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში საზოგადოებას კიდევ ერთხელ უყვება იმ სიყ­ვა­რუ­ლი­სა და თანადგომის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც პირველი პრეზიდენტის ვაჟებს ერ­თმა­ნე­თის მი­მართ აქვთ და უახლეს ინფორმაციასაც გვიზიარებს.

„ცოტნეს რეაბილოტოლოგთა ჯგუფს (რომელიც ყოველდღიურად მოიცავს სარეაბილიტაციო ცენტრიდან გამოყოფილ ორ ფიზიოთერაპევტს და, აგრეთვე, ჩვენ მიერ დაქირავებულ ოკუპაციურ თერაპევტს, ლოგოპედს და მასაჟისტს), მეზობელი ქვეყნიდან შემოუერთდნენ ძლიერი კინეზოთერაპევტები, რომელთაგან ერთი ჩვენთან ერთად იცხოვრებს და ცოტნეს პროცედურებს დღეში ორჯერადად თვეების მანძილზე ჩაუტარებს, ხოლო მეორე – რეაბილიტაციის ცენტრის დირექტორი და პროფესორი – კვირაში ერთხელ ჩამოვა პროცესის წარმართვისა და კინეზოთერაპიის განახლებული კურსის ქართველ რეაბილიტოლოგებთან შეთანხმებისთვის.

მათი დახვედრა-ტრანსპორტირების, ცხოვრებისა და კვების ხარჯებს საქართველოს მთავრობა და თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე აგვარებს, ხოლო მათ მიერ შესასრულებელი სამუშაოს სრულ ხარჯს მთლიანად ფარავს გიორგი გამსახურდია.

ეს ყველაფერი ძალიან კარგი, მაგრამ რატომ ვამბობ კიდევ ამას – მიუხედავად იმისა, რომ ცოტნეს სარეაბილიტაციოდ განკუთვნილი მიწა გაიყიდა (რაც საშუალებას მოგვცემს ცოტნეს მკურნალობაში მსოფლიოში საუკეთესო სპეციალისტებისა და მეთოდების დაუბრკოლებლად ჩართვისა და რაც, სამწუხაროდ, უპირველესად ცოტნესთვის დამაზიანებელი, გაუთავებელი სასამართლოების გამო ისედაც დაუგვიანდა გიორგის), თანხის გადმოცემას არ დაელოდა და რადგან რეაბილიტაციის თანხა უფრო ადრე იყო გადასახდელი, მთლიანად გიორგიმ დაფარა თავის ჯიბიდან. ცოტნესთვის სასარგებლო სპეციალისტების მოწვევის ცოტა ხნით გადავადებაც კი არ უფიქრია წამით (მით უმეტეს, თანხის ნაწილი ისესხა)… ცოტნეს განსაცდელი გაცილოთ ყველას, მაგრამ გიორგისნაირი ძმა არ მოგიშალოთ ღმერთმა არავის“, – წერს ანა ჯაბაური.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close