ქართველები უცხოეთშისაბერძნეთი

ბერძენი ტელეწამყვანი პირდაპირ ეთერში ატირდა, როცა შეატყობინეს, რომ მასთან დასაქმებული ქართველი ქალი დაიღუპა – „ჩემი სახლი უშენოდ ცარიელია“

საბერძნეთში ავარიის შედეგად ქართველი ემიგრანტი, 66 წლის მედეა შუღლაძე გარდაიცვალა.

ირკვევა, რომ ქალი ცნობილი ბერძენი ტელეწამყვანის, კატერინა კენურიუსთან სახლში წლების განმავლობაში მუშაობდა.

კატერინამ პირდაპირ გადაცემის დროს გაიგო ქართველი ქალის გარდაცვალების შესახებ და ემოციები ვერ შეიკავა.

„მშვიდად განისვენე, არასოდეს დაგივიწყებ, ჩემო საყვარელო ქალბატონო, რადგან საკუთარ შვილზე მეტად მიფრთხილდებოდი. ულამაზესი სული გქონდა, სიყვარულით, რწმენითა და სიკეთით სავსე. შენ მე უკეთესი ადამიანი გამხადე, უკვე ძალიან მენატრები და ჩემი სახლი უშენოდ ცარიელია.

სიტყვებს არ შეუძლიათ ცრემლების შეშრობა… არასოდეს დაგივიწყებ! მადლობა ყველაფრისთვის! მოდი ხოლმე და ისევ მომეცი რჩევები, როგორც ყოველთვის…“, – დაწერა ტელეწამყვანმა სოციალურ ქსელში.

primetime.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close