იტალიაკრიმინალი

ვრცელდება ფარული კადრები, როგორ ძალადობს ქართველი მომვლელი 88 წლის მოხუცზე (ვიდეო)

იტალიის სასამართლოში ასამართლებენ 36 წლის ქართველ ქალს, რომელსაც ბრალად ედება მოხუცზე ძალადობა და უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის განსაცდელში მიტოვება. საქართველოს მოქალაქე გოია ტაუროს დასახლებაში მომვლელად მუშაობდა. ის ლოგინად ჩავარდნილ 88 წლის ქალს უვლიდა.

ქალის ახლობლებმა შენიშნეს, რომ მოხუცის მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდებოდა და მომვლელის კეთილსინდისიერებაში ეჭვი შეიტანეს. ოჯახმა საქმეში ადგილობრივი პოლიცია ჩართო. სამართალდამცველებმა სახლში ფარული სათვალთვალო მოწყობილობა დაამონტაჟეს, რის შედეგადაც გაირკვა, რომ ქართველი მომვლელი მოხუცზე ფიზიკურად ძალადობდა, ღამის საათებში მას მარტო ტოვებდა და შინ მხოლოდ, გამთენიისას ბრუნდებოდა.

კარაბინერებმა საქართველოს მოქალაქე სხვა მისამართზე დააკავეს, სადაც ის ასევე ოჯახის დამხმარედ მუშაობდა.

rustavi2.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close