მსოფლიოპოლიტიკა

ჯონ კენედის ძმისშვილი აშშ-ის პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს – ნახეთ სხვა კანდიდატებიც

ჯონ კენედის ძმისშვილი, რობერტ კენედი უმცროსი 2024 წელს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს.

69 წლის დემოკრატმა პოლიტიკოსმა არჩევნებში მონაწილეობაზე  ოფიციალური განაცხადი უკვე შეიტანა.

რობერტ ფრენსის კენედი უმცროსი (Robert F. Kennedy Jr) აშშ-ის ყოფილი გენერალური პროკურორის  და პრეზიდენტობის კანდიდატის, რობერტ ფ. კენედის შვილია, რომელიც 1968 წელს ლოს ანჯელესში მოკლეს.

რობერტ კენედი უმცროსი ანტივაქსერული საჯარო განცხადებებით გამოირჩევა, რის გამოც ინსტაგრამმა მას პირადი გვერდიც კი დაუხურა.

2024 წლის არჩევნებში მონაწილეობას მეორე ვადით პრეზიდენტობისთვის დემოკრატიული პარტიიდან ჯო ბაიდენიც აპირებს. ამერიკულ მედიაში გავრცელებული ცნობებით, ბაიდენი საარჩევნო კამპანიაში ოფიციალურად ჩართვის შესახებ ზაფხულის დასაწყისში განაცხადებს. აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი საარჩევნო კამპანიის დაწყებას, გავრცელებული ხმებით, აპრილში აპირებდა, თუმცა თარიღი შეცვალა.

გამოკითხვის თანახმად, ჯო ბაიდენის მეორე ვადით პრეზიდენტად არჩევას ამერიკელთა მხოლოდ 1/3 უჭერს მხარს.

რესპუბლიკური პარტიიდან კი პრეზიდენტობის კანდიდატები იქნებიან ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ყოფილი ელჩი გაეროში ნიკი ჰეილი, არკანზასის შტატის ყოფილი გუბერნატორი ასა ხატჩინსონი და მეწარმე-მილიონერი ვივეკ რამასვამი.

ნიკო აბაშიშვილი

მსგავს თემაზე: რობერტ კენედის შვილიშვილი ნარკოტიკების ჭარბი დოზის მიღების შედეგად გარდაიცვალა

რობერტ კენედის შვილიშვილი ნარკოტიკების ჭარბი დოზის მიღების შედეგად გარდაიცვალა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close