დღის თემასაზოგადოებასაქართველო

„19 წლის გოგო ჩემში ისევ ცოცხლობს, ამაყი ვარ, რადგან ვიდექი იქ, სადაც იყო სიმართლე, თავისუფლება“ – ნანა მახარაძე პრეზიდენტმა დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა ღირსების მედლით დააჯილდოვა ორი ქალი, ნანა მალაშხია და ნანა მახარაძე, რომლებიც საქართველოს უახლესი ისტორიის საპროტესტო აქციების სიმბოლოებად იქცნენ.

„ქალს 9 აპრილის ფოტოდან“, ნანა მახარაძეს, მედალი გადაეცა „საქართველოს დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში მტკიცე სამოქალაქო პოზიციის გამოვლენისა და საზოგადოების პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებისთვის“.

„ეს 19 წლის გოგონა ჩემში ისევ ცოცხლობს და მე ამაყი ვარ, რომ ვიდექი იქ, სადაც იყო სიმართლე, თავისუფლება და ჩემი ქვეყნის მომავალი. ჩვენ ისევ ვაგრძელებთ ბრძოლას და ჩვენი მომავალი, რა თქმა უნდა, ევროპაშია“, – განაცხადა ნანა მახარაძემ.

„ქალს ევროკავშირის დროშით“ 2023 წლის მარტის პროდასავლური დემონსტრაციებიდან, ნანა მალაშხიას, მედალი გადაეცა „საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში მტკიცე და აქტიური სამოქალაქო პოზიციის გამოვლენისათვის“.

ნანა მალაშხიამ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ზურაბიშვილს საქართველოს მოქალაქეების „გვერდით დგომისათვის“.

სალომე ზურაბიშვილმა 9 აპრილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საქართველოს ისტორიაში და ქართული იდენტობის შენარჩუნებაში ქალების მნიშვნელოვან წვლილზე ისაუბრა.

„ეს ჯილდო პერსონალური არ არის. ეს ეძღვნება ყველა ქალს – 9 აპრილის ქალებს, მათ. ვინც ამ და სხვა პერიოდებში იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობისა და მომავლისთვის. ეს ორნი არიან ამის სახეები“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

„11-წლიანი ემიგრაციის შემდეგ მე დავბრუნდი… ვერ გიპასუხებთ, რას ვგრძნობ, უბრალოდ, შინ ვარ“ – ნანა მახარაძე იტალიიდან სამშობლოში დაბრუნდა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close