ჰოროსკოპი

2023 წლის აპრილის ყველაზე ხელსაყრელი დღეები ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის – წარმატებების ჰოროსკოპი

ზოდიაქოს მრავალი ნიშნისთვის აპრილი უპრეცედენტო ენერგიის, რადიკალური გადაწყვეტილებებისა და მოულოდნელი ცვლილებების პერიოდია. ზოგადად, გაზაფხულის ეს საკმაოდ დატვირთული და ულამაზესი თვე ხელსაყრელი იქნება ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, მაგრამ საინტერესოა, რომელი დღეებია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და წარმატებული მთელი თვის განმავლობაში?

 

ვერძი

სამსახური მნიშვნელოვანია და ყურადღებას მოითხოვს, მაგრამ ვერძს უფრო სასიყვარულო ამბებში გაუმართლებს. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს აპრილის პირველ ნახევარში ძველი სურვილები აუსრულდებათ.

იღბლიანი დღეები:

11 აპრილი – დიდი ხნის ნანატრი შენაძენი.

14 აპრილი – ელოდეთ ბედნიერ შეხვედრას.

18 აპრილი – თქვენი პროფესიონალიზმი სამსახურში დაფასდება.

27 აპრილი – საყვარელი ადამიანი რომანტიკულ სიურპრიზს გიმზადებთ.

დღეები, როცა განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ: 1, 8, 15, 21, 28, 29.

 

კურო

ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები აპრილის პირველ კვირას გარკვეულ პრობლემებს მარტივად მოაგვარებენ გარშემო მყოფთა დახმარებით. აპრილის შუა რიცხვებში კურო სახლის კეთილმოწყობას მოისურვებს. არ დათანხმდეთ, რომ ასეთი საპასუხისმგებლო საქმე იმ ადამიანებს მიანდოთ გადაუმოწმებლად, რომლებიც პირველი შემოგთავაზებენ მომსახურებას. იდეალური ვარიანტი თვის ბოლოს თავად გიპოვით.

იღბლიანი დღეები:

7 აპრილი – არ გამოტოვოთ მნიშვნელოვანი ღონისძიება.

12 აპრილი – თქვენი პრობლემები მოგვარდება.

16 აპრილი – აქტიურად გაავრცელეთ საკუთარი იდეები.

21 აპრილი – ენდეთ ადამიანს, რომელსაც გაიცნობთ.

დღეები, როცა განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ:  11, 25.

 

ტყუპი

აპრილი ტყუპებისთვის საკმაოდ წარმატებული იქნება. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები აპრილის დასაწყისშივე შეძლებენ მრავალი რთული ამოცანის გადაჭრას, დაწყებული ახალი სამუშაოს ძიებით, დამთავრებული სასურველ პიროვნებებთან ურთიერთგაგების მიღწევით. აღსანიშნავია, რომ ტყუპებისთვის უჩვეულო მოთმინება კარგ ნაყოფს გამოიღებს.

იღბლიანი დღეები:

9 აპრილი – მნიშვნელოვან ზარი.

14 აპრილი – შეგიძლიათ თამამად დანიშნოთ შეხვედრა.

16 აპრილი – სასიხარულო ამბავს შეიტყობთ.

24 აპრილი – ხელსაყრელი დღეა პატარ-პატარა საკითხების გადასაჭრელად.

დღეები, როცა განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ: 6, 13, 20, 27.

 

კირჩხიბი

აპრილში კირჩხიბები იდეალურ საქმიან ფორმაში იქნებიან, რაც მათ საშუალებას მისცემთ, მარტივად და უპრობლემოდ მიაღწიონ წარმატებას პროფესიულ სფეროში. განსაკუთრებით წარმატებული იქნება თვის შუა რიცხვები, თუმცა, კირჩხიბებო, გამარჯვების აღნიშვნისას არ დაივიწყოთ სწორი დამოკიდებულება გარშემო მყოფების მიმართ! 20 აპრილს ვარსკვლავები კირჩხიბებს სასიამოვნო ფინანსურ სიურპრიზს უმზადებენ.

იღბლიანი დღეები:

1-ლი აპრილი – თქვენი სიცოცხლისუნარიანობა წარმოუდგენლად მაღალია.

14 აპრილი – ელოდეთ სასიხარულო ამბებს.

20 აპრილი – ამ დღეს ტრანზაქციები ძალიან წარმატებული იქნება.

30 აპრილი – ისიამოვნეთ თქვენი ძალისხმევის შედეგით.

დღეები, როცა განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ: 11, 29.

 

ლომი

აპრილში ლომებს სურთ აჩვენონ ირგვლივ მყოფებს, რომ გარკვეულ დონეს მიაღწიეს პროფესიაში. ამას ისინი თვის პირველივე კვირაში შეძლებენ. ახალი შესაძლებლობებისა გამოჩენისა და პასუხისმგებლობის აღების შემდეგ უმჯობესია, არ დაისვენოთ და ხელმძღვანელებს მთელი თქვენი პოტენციალი აჩვენოთ. შეგიძლიათ მათი კეთილგანწყობის იმედი გქონდეთ. თვის მეორე ნახევარში მოსალოდნელია მნიშვნელოვანი ცვლილებები პირად ცხოვრებაში.

იღბლიანი დღეები:

5 აპრილი – მოსალოდნელია ხელფასის გაზრდა.

10 აპრილი – საკუთარ გადაწყვეტილებებში ეჭვი არ შეგეპაროთ, რადგან ყველაფერს სწორად აკეთებთ.

23 აპრილი – ყურადღება მიაქციეთ პირად ურთიერთობებს.

28 აპრილი – საკამათო სიტუაცია თქვენ სასარგებლოდ გადაწყდება.

დღეები, როცა განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ: 8, 15, 22.

 

ქალწული

აპრილის დასაწყისში ბედი ქალწულებს ბევრ შესაძლებლობას მისცემს, შეცვალონ არსებული მდგომარეობა, მაგრამ შედეგი მხოლოდ მათზე იქნება დამოკიდებული. ვარსკვლავები გირჩევენ, აპრილში ახალი პროფესიული ცოდნა მიიღოთ, თუმცა რესურსებს ბოროტად ნუ გამოიყენებთ, რათა თვის ბოლომდე ძალიან არ გადაიტვირთოთ. სავარაუდოდ, ის, რისი იმედიც ქალწულებს აქვთ, აპრილის ბოლო კვირაში მოხდება, ამიტომ პოზიტიური დამოკიდებულება და საკუთარი რესურსები უნდა შეინარჩუნოთ.

იღბლიანი დღეები:

4 აპრილი – ნელი ნაბიჯებით იარეთ თქვენი მიზნისკენ.

13 აპრილი – დრო დაუთმეთ თვითგანათლებას.

17 აპრილი – შესანიშნავი დღეა რომანტიკული პაემნისთვის.

30 აპრილი – მოსალოდნელია საინტერესო საქმიანი შემოთავაზება.

დღეები, როცა განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ: 6, 7, 14, 20, 21, 28.

 

სასწორი

აპრილი ძალიან აქტიურად დაიწყება ზოდიაქოს ამ ნიშნის მარტოხელა წარმომადგენლებისთვის, მოსალოდნელია ახალი ნაცნობობა და საინტერესო შეხვედრები. სავარაუდოდ, აპრილში სასწორი იპოვის ერთგულ და სანდო ადამიანს, რომელიც შეიძლება მისი ძალიან კარგი მეგობარი გახდეს. სასწორის ფინანსური მდგომარეობა აპრილში სტაბილურია.

იღბლიანი დღეები:

5 აპრილი – იდეალური დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის.

10 აპრილი – შეგიძლიათ ახალი მეგობრის შეძენის იმედი გქონდეთ.

15 აპრილი – შესანიშნავი დროა შოპინგისთვის.

19 აპრილი – თქვენი იდეები პრაქტიკაში აისახება.

დღეები, როცა განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ: 4, 11, 23, 25.

 

მორიელი

მორიელი აპრილის პირველი ორი კვირა დაკავებული იქნება საქმიანი ურთიერთობების დამყარებით. შედეგები ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბებს. აპრილის ბოლოს მორიელები მიხვდებიან, რომ სწორი გზა აირჩიეს და ცოტა დასვენებისთვისაც შეძლებენ დროის გამონახვას. ვარსკვლავები მორიელებს უამრავ ახალ გამოცდილებას და ნაცნობობას ჰპირდებიან, რაც მათ ძალიან გამოადგებათ.

იღბლიანი დღეები:

2 აპრილი – კარგი დღეა იმიჯის შესაცვლელად.

24 აპრილი – თქვენი საქმიანი უნარები წარმატებამდე მიგვიყვანთ.

25 აპრილი – იდეალური დროა დასვენებისთვის

27 აპრილი – ახალი ნაცნობობა სასარგებლო იქნება.

დღეები, როცა განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ: 3, 14, 17, 28.

 

მშვილდოსანი

მშვილდოსანს აპრილში კარიერული წინსვლის მხრივ დიდი პერსპექტივები გამოუჩნდება. პასუხისმგებლობებიც გაიზრდება და შემოსავალიც. ვარსკვლავები ამ ნიშნის წარმომადგენლებს ურჩევენ, რომ უარი არ თქვან ერთი შეხედვით არც ისე მომხიბვლელ შეთავაზებაზე. მშვილდოსნების პირად ცხოვრებაში ყველაფერი კარგადაა, პარტნიორი კმაყოფილი იქნება არსებული სიტუაციით.

იღბლიანი დღეები:

1 აპრილი – გადაწყვეტილების მიღებისას ენდეთ თქვენს ინტუიციას.

3 აპრილი – შესანიშნავი დღეა შერიგებისთვის.

5 აპრილი – ახალი შესაძლებლობები გაიხსნება თქვენ წინაშე.

27 აპრილი – ელოდეთ სასიამოვნო სიურპრიზს საყვარელი ადამიანებისგან.

დღეები, როცა განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ: 5, 19, 26.

 

თხის რქა

აპრილის დასაწყისში სამსახურში არსებული გაუგებრობა თხის რქის სასარგებლოდ მოგვარდება. ეს წარმატება ერთ-ერთი პირველი სასიამოვნო მოვლენა იქნება, რომელიც აპრილში გელით. ძალიან მალე თხის რქები მიიღებენ შეთავაზებას, რომელიც მათ ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის. სავარაუდოა დროებითი საცხოვრებელი ადგილის შეცვლა ან პერსპექტიულ მივლინებაში წასვლა. სანამ უარს იტყვით, ყველაფერი კარგად აწონ-დაწონეთ და აუცილებლად ჰკითხეთ რჩევა საყვარელ ადამიანებს.

იღბლიანი დღეები:

3 აპრილი – უსიამოვნო სიტუაცია სამსახურში მოგვარდება.

8 აპრილი – თქვენი იდეები ნათელი გახდება.

12 აპრილი – მზად იყავით ძალიან სასიამოვნო შემოთავაზებისთვის.

16 აპრილი – ფინანსური წარმატება ახლოვდება.

დღეები, როცა განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ: 6, 10, 13, 17, 20, 27.

 

მერწყული

აპრილის პირველ კვირას მერწყული შეძლებს საინტერესო იდეების წარმოჩენას და კოლეგების პატივისცემას დაიმსახურებს. მათ საზოგადოებაში ძალიან ავტორიტეტული და გავლენიანი ადამიანები მოუსმენენ, რაც პროფესიულ ცხოვრებაში მნიშვნელოვან სიახლეებს ჰპირდებათ. პირად ცხოვრებაში მერწყულებს კომპრომისზე წასვლა მოუწევთ. აპრილის ბოლოს მერწყულს ოჯახში ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი ეწვევა.

იღბლიანი დღეები:

11 აპრილი – ელოდეთ კომპლიმენტებს და აღტაცებას.

15 აპრილი – გავლენიან პარტნიორებს მოიპოვებთ.

18 აპრილი – მოემზადეთ ნაყოფიერი და საინტერესო დღისთვის.

24 აპრილი – იდეალური თარიღია რომანტიკული სადილისთვის.

დღეები, როცა განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ: 23, 30.

 

თევზები

აპრილის პირველი ორი კვირის განმავლობაში თევზებს თანხის მოპოვების დიდი შანსი აქვთ. მატერიალური მხარდაჭერა მოსალოდნელია ახლობლებისგან, რომლებიც შორიდან გესტუმრებიან. მათ გულწრფელად უნდათ, რომ სიამოვნება მოგანიჭოთ. მადლიერება გამოხატეთ და თქვენი საყვარელი ადამიანები არ გაანაწყენოთ. აპრილის ბოლოს მარტოხელა თევზების ცხოვრებაში მოსალოდნელია სასიამოვნო ცვლილებები.

იღბლიანი დღეები:

4 აპრილი – ახლობლებს ელოდებით.

8 აპრილი – მოულოდნელი ფულადი საჩუქარი თქვენს რთულ ფინანსურ სიტუაციას გამოასწორებს.

21 აპრილი – ნანატრ პასუხს მოისმენთ.

26 აპრილი – ვარსკვლავები საინტერესო ადამიანთან შეხვედრას გპირდებიან.

დღეები, როცა განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ:  5, 19, 26.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close