შეუცნობელიჰოროსკოპი

რა არის „უკურსო მთვარე“ და რის გაკეთება არ შეიძლება ამ პერიოდებში – ასტროლოგის გაფრთხილება

ასტროლოგი რამაზ გიგაური აპრილში მთვარის „უკურსო მოძრაობის“ კალენდარს აქვეყნებს და გვაფრთხილებს, რომ ამ პერიოდში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები არ უნდა მივიღოთ:

„მთვარის „უკურსო მოძრაობა“ – აპრილი

ასტროლოგიაში „მთვარის უკურსო (უგეზო) მოძრაობის“ პერიოდი არაეფექტიანად ითვლება. მიჩნეულია, რომ ამ პერიოდში წამოწყებული საქმეები რთულად ან საერთოდ ვერ ვითარდება (ელექციურ ასტროლოგიაში მთვარე – საქმის რეალიზაციაზე მიანიშნებს).

ქვემოთ მითითებული დროის ყველა მონაკვეთი გამოთვლილია თბილისის სასაათო სარტყელის მიხედვით (GMT +4). ბუნებრივია, სხვა სასაათო ზოლში მცხოვრებმა ადამიანებმა დროის შესაბამისი განსხვავება უნდა გაითვალისწინონ.

დროის ამ პერიოდებში რეკომენდებულია, რომ:

* არ მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები;

* არ შეიძინოთ ნივთები;

* არ დაიწყოთ ახალი საქმე;

* არ დააბანდოთ ან გაასესხოთ ფული;

* არ დადოთ შეთანხმებები;

* არ მოაწეროთ საბუთებს ხელი!!!“

რას ნიშნავს „უკურსო ან უქმი მთვარე?“

ზოდიაქოს ნიშნებში გადაადგილებისას მთვარე სხვა პლანეტებთან ურთიერთქმედებაში (ასპექტებში) შედის. ეს ასპექტები შეიძლება იყოს დადებითი (მაგალითად, ხელსაყრელი ასპექტი ვენერასთან) და დაძაბული (მაგალითად, არახელსაყრელი ასპექტი მარსთან). მთვარე იმ პერიოდებში, როდესაც უკვე გააკეთა თავისი ბოლო ზუსტი ასპექტი, მაგრამ ზოდიაქოს შემდეგ ნიშანში ჯერ არ გადასულა, უარყოფითად მოქმედებს ბევრ ცხოვრებისეულ სიტუაციაზე. ამას ეწოდება „მთვარე კურსის გარეშე“ ან „უქმი მთვარე“. მთვარის პერიოდი კურსის გარეშე ჩვეულებრივ ყოველ ორ-ნახევარ დღეში ერთხელაა და შეიძლება რამდენიმე წამიდან ორ დღემდე გაგრძელდეს.

„უკურსო მთვარე“ მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც ძლიერ გავლენას ახდენს ჩვენს წამოწყებებსა და საქმიანობაზე. „უქმი მთვარის“ დრო არახელსაყრელია ნებისმიერი საქმიანობის დასაწყებად და საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების მისაღებად. ამ პერიოდებში აუცილებლად უნდა აიცილოთ თავიდან ახალი პროექტების დაწყება და სხვა შემთხვევები, რომლებიც პერსპექტივებსა და განვითარებაზეა გათვლილი და კონკრეტულ შედეგებზეა მიმართული.

ჩამონათვალი საკმაოდ მრავალფეროვანია: ეს არის მნიშვნელოვანი წერილების გაგზავნა, განცხადებების შეტანა, კონტრაქტების გაფორმება, ახალი სამსახურის დაწყება, მანქანის ან ბინის ყიდვა, ქირურგიული ოპერაციის გაკეთება, ასევე, დაქორწინება.

„უკურსო მთვარის“ პერიოდები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის. ამ დროს არ არის რეკომენდებული საწარმოს რეგისტრაცია, ფულის ინვესტირება, ახალი კონტრაქტების გაფორმება, სესხის გაცემა. როგორც წესი, ის, რაც „უკურსო მთვარის“ პერიოდებში იწყება, საბოლოოდ არ ხორციელდება ან სწორი მიმართულებით არ ვითარდება.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close