რას არ გაიგებ/ფაქტებიტექნოლოგიები

შესაძლოა მარსის ქალაქების გასაშენებლად კარტოფილი და მტვერი გამოიყენონ

მომავლის სამყაროზე ფიქრში ბრიტანეთში მოღვაწე მეცნიერებმა ახალი საშენი მასალა შექმნეს, რომელიც მარსსა და მთვარეზე საცხოვრებელი ბაზების ასაგებად იქნება განკუთვნილი. მისი საიდუმლო ინგრედიენტი კი კარტოფილის სახამებელი და ამ ციურ სხეულებზე არსებული მტვრის სიმულირებული მატერიაა – როგორც ჩანს, მსგავსი კომბინაცია ბეტონზე მტკიცე და მყარ მასალას უზრუნველყოფს.

StarCrete-ის სახელით ცნობილი მასალის სიმტკიცე მარსისა და მთვარის მტვრის მიხედვით განსხვავდება: კერძოდ, პირველის შემთხვევაში მაჩვენებელი 72 მეგაპასკალს აღწევს, ხოლო მთვარის – 91-ს. როგორც მანჩესტერის უნივერსიტეტის მკვლევრები აღნიშნავენ, მათ სურდათ, ისეთი მატერია შეექმნათ, რომელიც ამ ორი ობიექტის რესურსების გამოყენებით შეიქმნებოდა და მხოლოდ მცირე რაოდენობით დაემატებოდა სხვა მატერია – ამ შემთხვევაში, კარტოფილის სახამებელი.

„თანამედროვე სამშენებლო ტექნოლოგიების დახვეწას ჯერ კიდევ მრავალწლიანი განვითარება, ენერგია და მასშტაბური გადამამუშავებელი აღჭურვილობა სჭირდება. ხოლო StarCrete-ის შემთხვევაში საქმე სხვაგვარადაა, ის აქ ჩამოთვლილი ფაქტორებისგან თავისუფალია და, შესაბამისად, გაცილებით იაფი თუ მოსახერხებელია“, – განმარტავენ მეცნიერები.

ამჟამინდელი გათვლებით, კარტოფილის 25 კილოგრამი წონის გამომშრალი სახამებლით 213 აგურის დამზადებაა შესაძლებელი. უბრალოდ, მარსსა და მთვარეზე სამსაძინებლიანი სახლის აშენებას თუ მოინდომებთ, 35-ჯერ მეტი სახამებელი დაგჭირდებათ.

ამ ყველაფერთან ერთად ისიც უნდა აღინიშნოს, რომ StarCrete-ის წარმოება გარემოსთვის საზიანო ემისიების გამოყოფას არ უკავშირდება.

marketer.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close