მსოფლიოპოლიტიკა

ჯოზეფ ბორელი – სი ძინპინის რუსეთში ვიზიტმა ბირთვული ომის შანსი შეამცირა

ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის რუსეთში ვიზიტმა ბირთვული ომის შანსი შეამცირა, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

ბორელის თქმით, სი ძინპინმა ძალიან ნათლად განუცხადა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, რომ მან არ უნდა განათავსოს ბირთვული იარაღი.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებით, ჩინეთის მიერ შემოთავაზებული კონფლიქტის გადაწყვეტა, რომელიც აშშ-მა უარყო, არ არის საკმარისი კონფლიქტის მოსაგვარებლად, მაგრამ ასევე არ არის მთლიანად მოსკოვისთვის სასარგებლო.

„პრეზიდენტს სურს, მინიმუმამდე დაიყვანოს რუსეთის სამხედრო ინტერვენციასთან ასოცირების რისკი. ისინი არ არიან ჩართული სამხედრო კუთხით და არ არის იმის ნიშანი, რომ მათ სურთ სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობა“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

1tv.ge

ინფორმაცია nostal.ge-სგან: შეგახსენებთ, რომ ჩინეთის კომპარტიის გენერალური მდივანი სი ძინპინი 20 მარტს მოსკოვში ჩავიდა 3-დღიანი ოფიციალური ვიზიტით, პირველად უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. მან კრემლში ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისას დიდი დრო დაუთმო უკრაინაში ომის შეჩერების გეგმას, რომელიც ჩინეთმა წარადგინა. სიმ გარკვევით თქვა შეხვედრისას, რომ სამხედრო-პოლიტიკურ კავშირს არ შექმნის მოსკოვთან. ექსპერტების თქმით, ჩინეთსა და რუსეთს შორის უკანასკნელ ათწლეულში განვითარებული ეკონომიკური კავშირები კიდევ უფრო განმტკიცდება. დასავლელი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ რუსეთის ეკონომიკა ჩინეთზე სულ უფრო დამოკიდებული ხდება.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close