ტექნოლოგიები

3D პრინტერით ჩიზქეიქი დაბეჭდეს – ახალი ეპოქა კულინარიაში (ვიდეო)

გემრიელი დესერტების მომზადებას სხვადასხვა ინგრედიენტი სჭირდება, რასაც კულინარიული შესაძლებლობების ფლობაც ემატება. ახალი 3D პრინტერი კი, რომელიც კალიფორნიისა და პეისის უნივერსიტეტების მეცნიერებმა შეიმუშავეს, სრულ რევოლუციას ახდენს – მისი მეშვეობით, ნამდვილი ჩიზქეიქი დაბეჭდეს.

ალბათ კულინარიის მომავალიც ციფრულ ტექნოლოგიებს უკავშირდება და ჩიზქეიქი მხოლოდ პირველი ნაბიჯია ამ დიდ საქმეში. ადრე საკვების 3D პრინტერით დაბეჭდვის მცდელობების უმეტესობა წარუმატებლად მთავრდებოდა – ახლა კი 7 ინგრედიენტითა და ტექნოლოგიური მაგიით ნამდვილად საოცარი შედეგი მიიღეს. ნამცხვარი იმდენად შთამბეჭდავია, რომ კაფეში ან მაღაზიაში ნაყიდს მოგაგონებთ!

როგორც მეცნიერები აღნიშნავენ, მთელი პროცესი არქიტექტურული მოდელის აგებას ჰგავდა, რადგან არაქისის კარაქი, ნუტელა, მარწყვის ჯემი, კრეკერი, ბანანის პიურე, ალუბლის წვენი და ჭიქურა მიყოლებით, ფენებად ედებოდა ერთმანეთს – იმ კანონზომიერებით, რომელსაც ჩვეულებრივ ვირჩევთ.

ცხადია, ამგვარი ტექნოლოგიის გამოყენება შეიძლება მრავალფეროვანი კერძების მოსამზადებლად, სურსათის უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად და დროის/პირადი რესურსის დასაზოგად. უბრალოდ, ამ ეტაპზე სამგანზომილებიანი პრინტერით დაბეჭდილი ჩიზქეიქი ულტრაგადამუშავებულია, რაც ჯანმრთელობისთვის საზიანოა, თუმცა პრობლემის მოგვარება შესაძლებელია.

marketer.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close