ეკონომიკასაბერძნეთი

თესალონიკში მეტრო 2023 წლის ბოლოს შევა ექსპლუატაციაში

Attiko Metro-ს პრეზიდენტმა ნიკოს ტახიაოსმა და მმართველმა დირექტორმა ნიკოს კურეტასმა გამოთქვეს რწმენა, რომ კეთილსინდისიერად იქნება დაცული თესალონიკის მეტროპლიტენის ექსპლუატაციაში შესვლის ფინალური თარიღი – 2023 წლის 31 დეკემბერი, ანუ მომავალი წლიდან თესალონიკში მეტრო ამუშავდება. 

მეტროსადგურზე ცენტრალური მაკედონიის TEE/დეპარტამენტის დელეგაციის ვიზიტისას ჩინოვნიკებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ თესალონიკის მეტროპოლიტენის უსაფრთხოების სისტემები უმაღლესი სტანდარტის შესაბამისია.

TEE/TKM-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ ვენიზელუს სადგურზე ამ კვირაში დასრულდა ფილების ჩაბეტონება, სარკინიგზო ინფრასტრუქტურა კი გამოსაცდელი პერიოდისთვის მზადაა. ამას გარდა, უახლოეს მომავალში დაიწყება არტეფაქტების დაბრუნება ვენიზელუს სადგურზე, რათა ისინი ზუსტად იქ განათავსონ, საიდანაც ამოიტანეს.

რაც შეეხება მატარებლებს, უკვე დაწყებულია კიდევ 15 მოძრავი შემადგენლობის ყიდვა, რომელთა შემოტანა 2024 წლის ბოლოსთვის იგეგმება. თითოეული მატარებლის ტევადობა 450 კაცი იქნება, ხოლო მოძრაობის სიხშირე ყველა მიმართულებით  (პიკის საათებში) წუთ-ნახევარი.

მიმდინარე წლის ივნისში დაიწყება სალაროების და ტურნიკეტების დადგმა. მგზავრების გადაყვანა განხორციელდება 9,6 კმ სიგრძის ერთ ხაზზე, რომელზეც სულ 13 სადგური იქნება:

  • Νέος σιδηροδρομικός σταθμός (ახალი ვაგზალი)
  • Δημοκρατίας (დიმოკრატიასი)
  • Βενιζέλου (ვენიზელუ)
  • Αγία Σοφία (აია სოფია)
  • Σιντριβάνι (სინდრივანი)
  • Πανεπιστήμιο (უნივერსიტეტი)
  • Παπάφη (პაპაფი)
  • Ευκλείδη (ევკლიდი)
  • Φλέμιγκ (ფლემინგი)
  • Αναλήψεως (ანალიპსეოსი)
  • Πατρικίου (პატრიკიუ)
  • Βούλγαρη (ვულგარი)
  • Νέα Ελβετία (ნეა ელვეტია).

ნინო ბაჯელიძე

მსგავს თემაზე: თესალონიკში მეტროს მშენებლობის დროს სხვადასხვა დროის 300 000-ზე მეტი არქეოლოგიური არტეფაქტი იპოვეს

თესალონიკში მეტროს მშენებლობის დროს სხვადასხვა დროის 300 000-ზე მეტი არქეოლოგიური არტეფაქტი იპოვეს

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close