ვიდეოხელოვნებასაქართველო

ევროვიზიის ოფიციალურ იუთუბარხზე საქართველოს წარმომადგენლის, ირუ ხეჩანოვის საკონკურსო სიმღერის ვიდეორგოლის პრემიერა გაიმართა

ევროვიზია 2023-ზე საქართველოს წარმომადგენლის, ირუ ხეჩანოვის საკონკურსო სიმღერისა და ვიდეორგოლის პრემიერა ევროვიზიის ოფიციალურ იუთუბარხზე 16 მარტს გაიმართა.

საკონკურსო სიმღერის – Echo-ს ავტორი გიგა კუხიანიძეა, ტექსტი კი თავად ირუს და ბენი ქადაგიძეს ეკუთვნით. სიმღერის ვიდეორგოლი ზაზა ორაშვილმა გადაიღო. ქორეოგრაფიაზე – გიორგი ტორიაშვილმა იმუშავა, მხატვრობაზე – შაკო პოპიაშვილმა, ხოლო კოსტიუმებზე – მარიკა ქურდუბაძემ.

ევროვიზიის 67-ე ფესტივალს  9, 11 და 13 მაისს დიდი ბრიტანეთის ქალაქი ლივერპული უმასპინძლებს.

2023 წლის ევროვიზიაზე 37 ქვეყანა მონაწილეობს. საქართველო მაყურებლის წინაშე 11 მაისს, მეორე ნახევარფინალურ საღამოზე წარდგება.

ტრადიციულად, ევროვიზიის სამივე საღამოს პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

„ევროვიზია“ უკრაინის ნაცვლად წელს დიდ ბრიტანეთში გაიმართება – ცნობილია, ვინ წარადგენს საქართველოს კონკურსზე (ვიდეო)

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close