ეკონომიკამოგზაურობაnews

ბერძნული ავიაკომპანია AEGEAN AIRLINES-ი საქართველოში ახალ მიმართულებას ამატებს

ბერძნული ავიაკომპანია „ეგეოსის ავიახაზები“ (Aegean Airlines) თესალონიკითბილისი – თესალონიკის საჰაერო ხაზზე რეგულარულ ფრენას იწყებს. რეისები 2023 წლის 22 მაისიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით, ყოველ სამშაბათსა და პარასკევს შესრულდება.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა მიმდინარე წლის 15 მარტს მიანიჭა.

ეგეოსის ავიახაზები საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2012 წლიდან ოპერირებს. COVID-19-ის გამო დაწესებული შეზღუდვების შემდეგ, ათენი – თბილისი – ათენის საჰაერო ხაზზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლა ავიაკომპანიამ 2021 წლის ივნისიდან განაახლა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close