მიგრაციამსოფლიო

არალეგალურად შემოსული მიგრანტები ბრიტანეთში ვეღარ დარჩებიან – რიში სუნაკი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, რიში სუნაკის თქმით, ბრიტანეთში არალეგალურად ჩასული ნებისმიერი პირი ქვეყანაში ვეღარ დარჩება. ახალი კანონი ძალაში, სავარაუდოდ, მომავალ კვირას შევა.

„არ შეცდეთ, თუ აქ არალეგალურად ჩამოხვალთ, ვეღარ დარჩებით“, – თქვა სუნაკმა გამომცემლობა Mail on Sunday-სთან საუბრისას.

ამჟამინდელი პრაქტიკის თანახმად, თავშესაფრის მაძიებლებს, რომლებიც ბრიტანეთში ჩადიან, ხშირ შემთხვევაში, მათი საქმის განხილვის მიზნით, ქვეყანაში დარჩენა შეუძლიათ.

მედიის ინფორმაციით, გასულ წელს ბრიტანეთის საზღვარი არალეგალურად 45 000-ზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა.

ოფიციალური მონაცემებით, გაერთიანებულ სამეფოში თავშესაფრის მოთხოვნის განცხადებები ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე დაბალია.

tabula.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close